ნაწარმოებები



ავტორი: მელოდია ქარში
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ნოემბერი, 2017


* * *

ჩვენ დავიბადეთ,ორივენი მოვედით ქვეყნად.
მოხდა ისე,რომ ჩვენ უბრალოდ ავცდით ერთმანეთს..
არ ვიცი,შენ არ იჩქარე თუ მე არ დავყოვნდი,
ავცდით დროში და ვეღარ შევცვლით ახლა ვერაფერს.
თუმც,როგორც ხდება,ორ სხეულად მოსული სული
თითქოს შეერთდა,(ის ხომ ასაკს აროდეს ითვლის.)
შენ გამოჩნდი და მერე თითქოს ვიგრძენი შვება,
გათბა,აჭრელდა,გაფერადდა ერთურთზე ფიქრი..
შენ გამოჩნდი და სევდისფერად აღარ თენდება,
ფრთები შეესხა ცნობიერში ნამალ ოცნებებს.
შენს გვერდით თითქოს დრო გაჩერდა,დრო გაირინდა
და ორივენი დავემსგავსეთ ჩუმად მლოცველებს..
გრძნობისთვის მლოცველთ,მე რომელსაც ვერ ვარქმევ სახელს..
გრძნობას,რომელმაც ჩვენ გვაქცია ისევ ბავშვებად..
ჩაგვადენინებს ნაირ-ნაირ სისულეებს
და ორივესთვის მოგონების ასხმად დარჩება..
ვიცი,გავა დრო,ჩვენ ვერ შევძლებთ აფრენას ცაში..
ჯვარს ვერ დავიწერთ სიგიჟეზე,არ შეგვწევს ძალა..
ვერ გავცილდებით დედამიწას,არა გვაქვს ფრთები..
და აქ მოგვიწევს ერთმანეთის უხმოდ ატანა..
მოვა სიბერე,დრო მოგვასხამს მხრებზე ორივეს,
დაუკითხავად ჩამოგვათოვს სითეთრე თმებზე..
მთვარე კი,როგორც ჩვენი ძველი მესაიდუმლე,
ორივეს სახის შემონახვას უცვლელად შეძლებს..
საღამოობით თუ შევხედავთ,მის სისავსეში
არსებულ ჩრდილებს და დავხუჭავთ გადაღლილ თვალებს,
აუცილებლად შეგვაერთებს წარსულზე ფიქრი
და დავინახავთ ერთმანეთის ნანატრ ანარეკლს.
ალბათ,არ ვიცი რა არის იქ,იმ ცხოვრებაში,
იქნებ იქ მაინც შენ იჩქარო,ან მე დავყოვნდე..
არ ავცდეთ დროში,ცოტა ადრე დავთქვათ შეხვედრა,
მერე კი,ჩვენი გულები სულ ერთად დაგვქონდეს..
ამჯერად,ზუსტად ვერ გავთვალეთ ქვეყნად მოსვლის დრო
და დაგვეტანჯა ორ სხეულში ნაშობი სული..
დავდივართ ასე ცალ-ცალკე თუ,დავდივართ ერთად..
ერთმანეთისვის მე - შემოდგომა,შენ - გაზაფხული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები