მე ვზივარ, უკვე ორი წელია, ორი წელია, რაც ვმღერი ნარიდან. შენ ,როგორც ყოველთვის, იყავი გამომწვევი, უბანში სასურველი ქალი და... მე- ცოტა მიამიტი,ცოტა უკმეხი : ერთხელაც მოგაშტერდი ისე, რომ– ჩემმა მწველმა მზერამ აგიწვა ფეხი და მერე -ძუძუები, კისერი. მერე მოგაწოდეს კალამი ტუშის, ფურცელი (თაბახის) საწერად. მე რა ვიცოდი, რა გედო გულში, ასე უღმერთოდ რომ გამწირე. და ვზივარ, უკვე ორი წელია- დამშავებელი არაფრის: მწვანე ბალახიც არ მომიწევია, სუნიც კი არ ვიცი კანაფის.
ღმერთო, გამიყვანე აქედან, კარგად მოვიქცევი ამჯერად. რაში წაადგება საქართველოს რეგვენი პოეტის დაჭერა?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ცოცხალი პოეზია გაქვს. ჩემი აზრით ესაა ზუსტად პოეზიის მიმართულებებს შორის (ასე თუ ეწოდება) ერთ–ერთი მთავარი და რთული. ცოცხალი და ახალი ამბების გაპოეზიება ისე, რომ ფეისბუკის სტატუსს არ ჰგავდეს, რთულია და შენ გამოგდის ყველაზე კარგად ეს ამბავი. "მზერაც" რომ კარგ ლექსად აქციე ნიჭია ძამიკო ნიჭი, აბა რა არის :)) ცოცხალი პოეზია გაქვს. ჩემი აზრით ესაა ზუსტად პოეზიის მიმართულებებს შორის (ასე თუ ეწოდება) ერთ–ერთი მთავარი და რთული. ცოცხალი და ახალი ამბების გაპოეზიება ისე, რომ ფეისბუკის სტატუსს არ ჰგავდეს, რთულია და შენ გამოგდის ყველაზე კარგად ეს ამბავი. "მზერაც" რომ კარგ ლექსად აქციე ნიჭია ძამიკო ნიჭი, აბა რა არის :))
4. ოი როგორ გავიცინე ამ ლექსის სათაურზე. მიშტერებული მზერისთვის მართლაც ითვალისწინებენ კანონში ცვლილებების შეტანას, მაგრამ ეგ შრომით და ადმინისტრაციულ კანონში შესატანი ცვლილებებია, რომელიც ჯერ კანონპროექტის დონეზეა.
ასე რომ მიშტერებული მზერისთვის არავის ჩასვამენ ციხეში. :)
როგორც ყოველთვის კრეატიული ხარ ბატონო პოეტო. :) ოი როგორ გავიცინე ამ ლექსის სათაურზე. მიშტერებული მზერისთვის მართლაც ითვალისწინებენ კანონში ცვლილებების შეტანას, მაგრამ ეგ შრომით და ადმინისტრაციულ კანონში შესატანი ცვლილებებია, რომელიც ჯერ კანონპროექტის დონეზეა.
ასე რომ მიშტერებული მზერისთვის არავის ჩასვამენ ციხეში. :)
როგორც ყოველთვის კრეატიული ხარ ბატონო პოეტო. :)
3. კარგია გიო. კარგია გიო.
2. ხალასი ლექსი :)
ხალასი ლექსი :)
1. აი კაცი, აი ლექსი ცხელ გულზე. აი კაცი, აი ლექსი ცხელ გულზე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|