ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2017


ქართველ ქალს

ქართველო ქალო! დამბადებელმა
შენი გაჩენით მადლი მოისხა,
მაშ, დედის გულის გამხარებელმა -
არ დაივიწყო „ვისი გორის ხარ“.

ვიდრე ხარ, დაე! - გახსოვდეს ვინ ხარ,
გაქვს ქართვლის დედის ძუძუ ნაწოვი,
ერთ სიცოცხლედ, ერთ სინდისად ღირხარ,
ვით დედოფალი - ქმართან ნაწოლი.

ვარ სიყვარულის მუდამ ერთგული,
მწამს სინარნარე - სიანკარისა,
რომ შენში არის ერთად შერწყმული
პირიმზისა და პირიმთვარისა.

ვიდრე არსებობ, გახსოვდეს რომ ხარ
ქეთევანის და თამარის ჯიშის,
ვით მოცეკვავეს, გიხდება ჩოხა,
ქედს ნუ მოიხრი წინაშე შიშის.

ქართველო ქალო! დამბადებელმა
შენი გაჩენით მადლი მოისხა,
მაშ, მშობლის გულის გამხარებელმა -
არ დაივიწყო „ვისი გორის ხარ“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები