ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2017


  ჩამოტვირთვა

შენით იტენება მაუზერი

ცოტაც მოითმინე, გაუძელი,
ბედი ალბათ მოგვცემს ნიშანს.
შენით იტენება მაუზერი
და გულს სამუდამოდ მიკლავს.

მგონია ღმერთებიც უარმყოფენ
ეს გზაც, ჩახმახიც და თოფიც.
შენს გვერდით სიცოცხლევ, ნუ მამყოფებ
შენი მონატრებაც მყოფნის.

ეს გული იცი, რა ბევრია?
მოდის სიყვარულის ფეთქვით.
ტრფიალით მოსული ნაღველია
რომელიც ვერა და ვერ ვთქვით.

ეს გული სიცოცხლევ, ასეთია,
ასეთი სწრაფი და მოკლე.
მაგრამ დამნახავი არცერთია
ამ გულის რომელიც მოკლეს!

ეს გული ლამაზი მტანჯველია
ბედი ცუდ განაჩენს უწერს.
სიცოცხლე – პოეტის სასჯელია,
რასთან შეგუებაც უწევს.

ცოტაც მოითმინე, გაუძელი,
ბედი ალბათ მოგვცემს ნიშანს.
შენით იტენება მაუზერი
და გულს სამუდამოდ მიკლავს.

                  2017 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები