ნაწარმოებები



ავტორი: აკირა-
ჟანრი: პროზა
13 ნოემბერი, 2017


სიცარიელის კონტექსტი

წვიმიან ქუჩაში სიარული ბანალურია,მაგრამ მე
წვიმიან ქუჩებში მივდიოდი და ვამჩნევდი ადამიანებს,
რომლებსაც სათქმელი ბევრი ჰქონდათ,მაგრამ არა სურვილი რამის თქმისა,
მივდიოდი და ვითქვიფებოდი მასაში,რომელიც არაფერს გამოხატავდა,
მივაბიჯდები წვიმიან ქუჩებში და აღარ მართობდა ზაფხულის წვიმიანი საღამო,
ადამიანთა გარემოცვაში  მნიშვნელობას კარგავდა ყველაფერი კოსმიური ,
თავს ფიქრები შემოვლებოდნენ,
რა იქნებოდა
ჰოკაიდოზე
დავაბიჯებდე,
კუნძულზე,
როგორც
ტირანი.
******
და თქვენთან ღელავს ზღვა?
ელავს ცა ?
უბერავს ქარი ? 
მე ვიბადებოდი ვარსკვლავური ფერადოვნებიდან ,
მე ვცდილობდი ადამიანთა მასაში მეპოვა ზე არსება და თაყვანი მეცა მისთვის,
მაგრამ მე არ ვიყავი მომთმენი, ამიტომ დავიარებოდი ასე უსასრულოდ და სულაც არაფერს ვგრძნობდი , აზრს კარგავდა ჩემი სიტყვები , საშველი არ იყო არც ალკოჰოლი,
არც ვნება, დამტოვა ცნობისმოყვარეობამ და განვიცდიდი სრულ ნაკლებობას ინტერესისას,
თითქოს აღარც უსასრულო დერეფების გავლა მინდოდა, არც ზაფხულის კურორტებზე განმარტოვება.
ვიტყუებოდი .
აპათია.
* * * *
ცისფერი დილა თენდებოდა, როცა გამეღვიძა,
უზარმაზარი, ქვის სახლი მახსოვს მოგონებებიდან,
მეორე სართულის ვერანდაზე ჩამოვჯექი და არარსებულ პეიჟაზს ვუყურებდი ,
აი ლურჯი კი იყო არემარე,
რომელიც მითრევდა თავის ერთფეროვნებაში,მაგრამ საოცრად მიმზიდველი იყო ის,
ხიბლი მარტოობისა, დილის საათებისა, უკიდგანო არეულობისა,
გამითენდა ის ხვალინდელი დღე, რომლის მოლოდინშიც მეათასე წელია ვარ,
მთვარე არ შეუცვლია მზეს და მეც ისე ვინთქმებოდი ნისლში გაურკვევლობის ,როგორც
გუშინდელი დღე წარსულის მორევში,
არ ვიცოდი რა დანიშნულებდა მქონდა,მაგრამ შემეძლო უსასრულოდ მეყურებინა ამ გაცრეცილი ჰორიზონტისათვის.
დრო არ გადიოდა.
* * * * *
დაე გზა გაგინათოს იმ ვარსკვლავმა მე რომ გადავიქცევი ,
დაე იყოს შენი გზამკვლევი ჩემ მიერ დატოვებული მემკვიდრეობა,
დაე ჩემმა ნაწერება ისე ჩაყლაპოს შენი არსება,როგორც მე გადამყლაპა, გამაქრო და ჩამითრია ლურჯმა ჰანგება.
სიგარეტის კვალს მიჰყვებოდა ჩემი სული , მიჰყვებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ,
წინაარმდეგობის გარეშე, მზად ვიყავი წავსულიყავი
ათასი ღვთაების ქვეყანაში, საკუთარი თვალით მენახა ციური ჭეშმარიტება,
შემეღწია სრულყოფილების კარიბჭეში და ვზიარებოდი მარადიულობას,
მაგრამ პრიმატიულებს არ ესმოდათ, რას ნიშნავს სრულყოფილება,
მეც იქამდე ვყვიროდი,სანამ ხმა მეყოფოდა, ვყვიროდი და ვყვიროდი,მაგრამ
რა მნიშვნელობა ჰქონდა,
დადნა ჩემი სილუეტი.

კონტურები დარჩა , ჩრდილოეთის ციალმა ამავსო და მე გადავიქეცი მშვენიერებად,
რომელიც ეფინებოდა დედამიწის უკიდეგანო , ჯერ არნახულ ადილებს და აფერადებდა უსიცოცხლობას.
მწვანე
და
ლურჯი
შეერია
ერთმანეთს,
ღრმა იყო
სურვილები ჩემი.
* * *

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები