ნაწარმოებები



ავტორი: ვალე
ჟანრი: საბავშვო
14 ნოემბერი, 2017


***

- ...ვანო! ვანო...
- ჰო! ოჰ! ო...
- გაიღვიძე ბაბუ...
- რა? ა? ააჰ!?...
- რაღაც ცუდი გესიზმრება, ბაბუ..?
- ხო...ხო, ოოჰხ...
- რა ნახე ასეთი, ბა..?
- რა და...რა და...
- მოიცა, სული მოითქვი...
- რა ვნახე და...ჩვენი სოფლის მდინარეს თავში, რაღაცნაირი, დიდი ცისტერნები იდგა ბაბუ და...
- ცისტერნები?
- ხო, არ ვიცი ზუსტად, როგორ ვთქვა,  ფართე პირიანი ონკანები ქონდათ ფსკერთან და, რაღაც სითხე გამოდიოდა და პირდაპირ ჩვენს მდინარეში ჩაედინებოდა ბა-ბუუ...
- ყველა ცისტერნიდან?
- ხოო...თან სუნი ქონდა რაღაცნაირი, საშინელი, ფერიც ასეთი ბაბუ და, ცხელი იყო თან და კვამლი ადიოდა და ჩვენი სოფლის მდინარე, ბა-ბუუუ...
- კარგი ვანო, დამშვიდდი ბაა...
- რა "სიზმარი დამესიზმრა" ბაბუ, რა იყო ეეს..?
- ამ ცისტერნებს თუ ეწერა რამე, ბაბუ? გახსოვს?
- კი, კი, რა დამავიწყებს, ყველას სათითაოდ ეწერა, დიდი ასოებით ბაბუ, ისიც რაღაცნაირად საშინლად...
- რა, რა ეწერა, ბა, შეგიძლია დამიწერო..?
- კი, კი, ახლავე...
,
"...უოშ სონავ ეზ-უოშ სინაილოჟროჟ აკუნან-უოშ იდემოკ-იბელაქად სილოც იმეჩ-ილიფორპ-ირეიჭინ-იროტქაფსქი-იბერბოგემ-უოშმიაპრ-ისრუკარ ავხს-იბევალვკსრავ ნევავკეც..."
,
- ეეხ, ვანო, ბაბუ...
- რა, ბაა?
- შენ სიზმარი კი არა - "რეალობა დაგსიზმრებია"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები