ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2017


ბ ე ღ უ რ ე ბ ო

რაო,
ხომ არ შეგაციათ ბეღურებო,
რაო,
ხომ არ გეშინიათ დაზამთრების,
რამე,
ხომ არ შემოგაკლდათ მეგობრები
შიშობთ,
იქნებ, რომ ზამთართან დამარცხდებით.
იქნებ, 
სხვაც რამ,  დარდები გაქვთ და მიმალავთ
იქნებ, 
გულში შეგეპარათ ჩუმი დარდი,
იქნებ ,
უკვე,აღარავის აღარ გჯერათ
და მეც,
თქვენთვის, გულღრძო მონადირეს ვგავდი.
არა,
არა, დამშვიდდით და მენდეთ
მე,
გაგიწევთ მეგობრობას ნამდვილს.
არასოდეს გიღალატებთ, დაგთმობთ
და ეს გულიც ვერაფერში  გაგცვლით.
ჰოი,
ჩემო ბეღურებო ჩემო
რა ხელი მაქვს ახლლა თქვენთან არა
ჩემი დარდი კარგად იცით მაქვს და
თან სხვათაგან, თქვენზე დარდიც მკმარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები