ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2017


ძვირფას სახეებს

ეს ქარი თითქოს გადაღლილ ნაძვებს
აწუხებს და თან სევდა ერევა,
ჰგონია, დარდი მიწვდება ცამდე
და ძლიერ იკლო ბედნიერებამ.
ვუსმენ უამურ ქროლას და ზუზუნს,
გაზაფხულს ველი და ასე ვუძლებ
ღრუბლების პირქუშ და მძიმე კუნძულს
მე რომ ლოდივით მედება გულზე.
ვიძინებ ასე... დილით კვლავ ვებრძვი
დარდში აბურდულ ფიქრის მახეებს
და - დინებასთან მებრძოლი თევზი -
ფიქრში ვუღიმი ძვირფას სახეებს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები