ნაწარმოებები



ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 დეკემბერი, 2017


როგორი ხარ შენ ?

          აბრაჰამ მასლოუ (Abraham Maslow) — ამერიკელი ფსიქოლოგი, დოქტორი,  ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამფუძნებელია. ცნობილია ე.წ. „მასლოუს პირამიდა“, - დიაგრამა, რომელიც იერარქიულად წარმოადგენს ადამიანის მოთხოვნილებებს.  მან კლასიკური ბიჰევიორისტული განათლება მიიღო და მისი პირველი ნაშრომი, რომელიც მას ბრწყინვალე მომავალს უქადდა, ეძღვნებოდა სექსუალურობისა და სოციალური ქცევის ურთიერთკავშირს პრიმატებთან.

          მასლოუ იყო ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც დაიწყო ადამიანის ქცევის დადებითი მხარეების შესწავლა. მის  მიერ ჩატარებულმა თვითაქტუალიზირებადი პიროვნებების კვლევამ შესაძლებელი გახადა ადამიანის ბუნებაზე პოზიტიური, ჰუმანისტური შეხედულების ჩამოყალიბება. თუკი ადრე ფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი ფსიქოანალიზი, სწავლობდა ადამიანებს სხვადასხვა ფსიქიკური გადახვევებით და ამის საფუძველზე ქმნიდა პიროვნების თეორიებს, მასლოუმ ეტალონად ჩათვალა ჯანმრთელი და რეალიზებული ადამიანები და შედეგად მიიღო ახალი მონაცემები ადამიანის ბუნების შესახებ.

          ბიჰევიორიზმი და ფსიქოანალიზი, ანუ დეფიციტარული ფსიქოლოგიები, როგორც მათ მასლოუ უწოდებდა, გვერდს უხვევდნენ ადამიანის თვითგამოვლენის ბევრ კულტურულ, სოციალურ და ინდივიდუალურ ასპექტს, ისეთებს, როგორებიცაა კრეატიულობა, სიყვარული, ალტრუიზმი და სხვა. ყოფიერებითი ფსიქოლოგიისათვის, რომელიც მასლოუმ შემოგვთავაზა, ადამიანის სწორედ ეს გამოვლინებები წარმოადგენდნენ განსაკუთრებული ინტერესის საგანს. მასლოუს ყველაზე ცნობილი თეორია მოტივაციის თეორიაა, დაფუძნებული მოთხოვნილებათა იერარქიის მოდელზე. უმაღლესი მოთხოვნილება, რომელიც ადამიანს უბიძგებს თავისი შესაძლებლობებისა და ტალანტების გაშლისაკენ, მასლოუს აზრით, თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაა.

          შესაძლებელია გამოიყოს ამ თეორიის განვითარების სამი ეტაპი. პირველ ეტაპზე მასლოუ უკუაგდებს მოთხოვნილებათა ხისტ იერარქიას მოტივების ერთობლიობას ორ ჯგუფად წარმოადგენს: დეფიციტარულ და ყოფიერებით მოთხოვნილებებად.

პირველი ჯგუფი მიმართულია დეფიციტის შევსებაზე, როგორც, მაგალითად საკვების ან ძილის მოთხოვნილება. ეს გარდაუვალი მოთხოვნილებებია, რომლებიც ადამიანის არსებობას უზრუნველყოფენ.

მოტივების მეორე ჯგუფი განვითარებას ემსახურება - ეს ყოფიერებითი მოტივებია; ისინი წარმოიქმნებიან არა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, არამედ სიამოვნების მიღებისათვის, კმაყოფილებისათვის, უფრო მაღალი (შედარებით პირველი ჯგუფის მოტივებთან) მიზნების ძებნისა და მიღწევისათვის.

მესამე ეტაპზე მასლოუს თეორიაში მეტამოტივაციისა და მეტამოთხოვნილების ცნებები ჩნდებიან, რომლებიც დაკავშირებული არიან ადამიანის ყოფიერებით ღირებულებებთან: ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება და სხვა. ეს ყოფიერებითი ადამიანს შეიძლება გაეხსნას, მოევლინოს ეგრეთწოდებულ „პიკ-განცდებში“ (peak-experience), რომლებიც წარმოადგენენ  აღფრთოვანების, ესთეტიკური ტკბობის და ძლიერი დადებითი ემოციების ცდა-განცდას.

                განავითარა რა ეს იდეები, მასლოუ მივიდა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის შეზღუდულობის გაცნობიერებამდე და მონაწილეობს ახალი, „მეოთხე ძალის“ შექმნაში, რომელიც ტრანსპერსონალური ფსიქოლოგიის სახელით არის ცნობილი.

მასლოუს დიაგრამა გვიჩვენებს, თუ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს (საშუალოდ). თუმცა კი დიაგრამა სტატისტიკურად მართებულია, არის შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ადამიანისათვის აღიარების მოთხოვნილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარულის მოთხოვნილება.

მასლოუ თვლიდა, რომ ყველა თვითაქტუალიზირებად ადამიანს ქვემოთ ჩამოთვლილი საერთო დამახასიათებელი თვისებები გააჩნია:

1.  რეალობის აღმატებულად ეფექტური აღქმა და მასთან უფრო ხელსაყრელი ურთიერთობა;
2.  მიღება, თავსებადობა (საკუთარ თავთან, სხვებთან, ბუნებასთან);
3.  უშუალობა; უბრალოება; ბუნებრივობა;
4.  კონცენტრირება პრობლემაზე (ეგო-ცენტრირების საწინააღმდეგოდ)'
5.  განცალკევების უნარი; განმარტოების მოთხოვნილება'
6.  ავტონომია; გარემოცვის კულტურული შტამპებისაგან დამოუკიდებლობა;
7.  აღქმის სიახლის მუდმივობა;
8.  მისტიკური და უმაღლესი ცდა.
9.  სხვებთან ერთობის გრძნობა (გერ. Gemeinschaftsgefühl);
10. აღმატებული სიღრმისა და წვდომის ურთიერთობები'
11. დემოკრატიულობა;
12. უნარი მიზნისა და საშუალებების, კარგისა და ცუდის ერთმანეთისაგან გარჩევის;
13. ფილოსოფიური, უბოროტო, კეთილგანწყობილი იუმორი;
14. კრეატიულობა;
15. კულტურული ზემოქმედების მიმართ წინააღმდეგობა; ნებისმიერი კონკრეტული კულტურის მიღმა ყოფნა.

ასეთი თვითაქტუალიზირებადი პიროვნებები, მასლოუს აზრით, იყვნენ აბრაჰამ ლინკოლნი, თომას ჯეფერსონი, ალბერტ აინშტაინი, ელეონორა რუზველტი, ჯეინ ადამსი, უილიამ ჯემსი, ალბერტ შვაიცერი, ოლდოს ჰაქსლი და ბარუხ სპინოზა.

მასლოუს პირამიდაში  ადამიანის მოთხოვნილებები ასე გამოიყურება :                   
                                                                            +
                                                                    + ______ +
                                                                +    თვით-    +
                                                              +  აქტუალობა  +
                                                            +      ____________    +
                                                          +      ესთეტიურობა      +
                                                        +    _________________    +
                                                    +              შემეცნება                +
                                                  +        ____________________      +
                                                +                    პატივისცემა                +
                                              +      ___________________________    + 
                                          +              ფლობა და სიყვარული                +
                                        +        _______________________________      +
                                      +                    უსაფრთხოება                                    +
                                    +        ____________________________________      +
                                  +    ფიზიოლოგია (ორგანული) მოთხოვნილებანი    +
                             

ანუ დღეს სოციალურ ქსელში ქვეყნდება ფსიქოლოგიური სიმწიფის 15 ნიშანი, აბრაამ მასლოუს დიაგრამის მიხედვით:

      1. რეალობის ადეკვატური აღქმა, რაც გამოიხატება თავისუფლებაში აქტუალური მოთხოვნილებების, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გავლენისაგან. ახასიათებს ინტერესი შეუცნობელისადმი.
      2. საკუთარი თავისა და სხვების ისეთებად მიღება, როგორებიც არიან. ხელოვნურობის, ქცევის პრიმიტიული ფორმებისა და სხვების ასეთი მოქცევისადმი მტრული დამოკიდებულება.
      3. თვითგამოხატვის თავისუფლება, უბრალოება და ბუნებრივობა. დადგენილი რიტუალების, ტრადიციებისა და ცერემონიების დაცვა, მაგრამ, ამავდროულად, მათდამი სათანადო იუმორისტული დამოკიდებულება.
      4. საქმიანი მიდგომა. ჩვეულებისამებრ, ასეთი ადამიანები, დაკავებულნი არიან არა იმდენად საკუთარი თავით, რამდენადაც ცხოვრებისული ამოცანით. ისინი აფარდებენ თავიანთ საქმიანობას უნივერსალურ ღირებულებებთან და მიდრეკილნი არიან, განიხილონ მარადიულობის კუთხით და არა მიმდინარე მომენტით. ამიტომ, ყველა მათგანი რაღაც დოზით ფილოსოფოსია.
    5. რიგი მოვლენებისაგან განდგომა ადამიანებს ეხმარება, შედარებით მშვიდად გადაიტანონ უსიამოვნებები და დაცულნი იყვნენ გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
 
    6. გარემოსაგან სრული დამოუკიდებლობა და ავტონომია. ანუ გამაღიზიანებელი ფაქტორებისადმი მდგრადობა.
    7. აღქმის მრავალფეროვნება – უკვე ნაცნობში ყოველ ჯერზე რაღაც ახლის მოძებნა.
    8. ზღვრული განცდები, საკუთარი მე-ს გაუჩინარების შეგრძნება.
    9. ერთიანობის, სამყაროსთან შერწყმის შეგრძნება.
  10. მეგობრების ვიწრო წრე, რომელთანაც გაკავშირებთ სიღრმისეული ურთიერთობები.
 
  11. ურთიერთობებში დემოკრატიულობა. მზაობა – ვისწავლოთ სხვებისგან.
  12. მყარი შინაგანი მორალური ნორმები. ავისა და კარგის მძაფრი შეგრძნება. მიზანმიმართულობა, ხელშემწყობი გარემო.
  13. იუმორის ფილოსოფიურად აღქმის უნარი. ცხოვრებასა და საკუთარ თავთან იუმორისტული დამოკიდებულება. (თუმცაღა, სხვისი ტანჯვა და უბედურება არასოდეს მიიჩნევა სასაცილოდ.)
  14. კრეატიულობა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, განურჩევლად იმისა, თუ რით არის ადამიანი დაკავებული.
  15. კრიტიკული დამოკიდებულება იმ კულტურისადმი, რომელსაც მიეკუთვნებიან: კარგის გამორჩევა და ცუდის უარყოფა. საკუთარ თავს მიაკუთვნებენ არა ერთ კულტურას, არამედ  მთლიანად კაცობრიობას.

                                                                          შ ე კ ი თ ხ ვ ა : 

შ ე ნ,    ვ ი ნ ც    ე ს    წ ა ი კ ი თ ხ ე,    ა მ    ნ ი შ ნ ე ბ ი დ ა ნ  რ ა მ დ ე ნ ი  გ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ  ს ? 

                                                                            +  ? ? ? +
__________________________________________________
პასუხები, სურვილის შემთხვევაში,  შეგიძლიათ კომენტარებში მიუთითოთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები