დილა იყო, მზე თვალებში ამოვიდა... გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს, ნენე იდგა იქვე როგორც ქრისტიანი და სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე...
უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არი "ქრისტე აღსდგა" - გააყოლო გამვლელს, ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდა და ლექსივით იწყებოდა კვამლი.
შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა და საუბარს უძებნიდა საბაბს, - ბაბა მინდა წავიდე და მოვინათლო, გეხვეწები, ნუ დამიშლი ბაბა.
ნენე ცრემლებს ერეოდა და კოროშინს იფარებდა კაბის, - ეგ არ მითხრა თორემ ჭიშკარს გადავკეტავ და სახლიდან არ გაგიშვებ ბაბი,
მოემზადე, ხვალ ჯამეში წიგიყვან და შეგილოცენ მერე უკეთ იარ - ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ, თუმც ჭიშკარი არ დაუკეტია
ბაბას, ღმერთო!... ერთხელ ისიც გავიგონე, ნენეს უთხრა თან მოგებით ნიშნის, ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია, ზედმეტი აქვთ შვილებს ჩემი შიში,
შემდეგ სექვზე დაისვენა და ტკივილიც შეერია ხმაში, - სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე, მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ნეფერტარის კომენტარს ვეთანხმები! როი ძალიან დიდი და გამორჩეული პოეტია!
ნეფერტარის კომენტარს ვეთანხმები! როი ძალიან დიდი და გამორჩეული პოეტია!
12. ზედვაკელო, თანამედროვე ავტორი ჯერ უნდა მოვკლათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა და მერე დავაფასოთ, ხომ იცი. ამ ლექსსა და ,,ჩვენებურებზე" ზუსტად იგივე აზრის ვარ, -ყველამ უნდა იცოდეს. სულ თუ არაფერი, აჭარის ბედზე ისტორიის გაკვეთილზე რომ კამათობენ ან უბრალოდ გაკვრით ატარებენ ბავშვებს, წიგნში დამატებით საკითხავად, ან რაიმე ასეთი ფორმით ჩართული უნდა იყოს ეს ორი ლექსი, რომ ბავშვებმა უკეთ შეძლონ ყველაფრის გასიგრძეგანება. პირადად ჩემთვის კი ეს ორი ლექსი ლექსებზე მეტია, ვერ გამოვხატავ იმ ემოციას, რასაც იწვევენ. ზედვაკელო, თანამედროვე ავტორი ჯერ უნდა მოვკლათ, იშვიათი გამონაკლისების გარდა და მერე დავაფასოთ, ხომ იცი. ამ ლექსსა და ,,ჩვენებურებზე" ზუსტად იგივე აზრის ვარ, -ყველამ უნდა იცოდეს. სულ თუ არაფერი, აჭარის ბედზე ისტორიის გაკვეთილზე რომ კამათობენ ან უბრალოდ გაკვრით ატარებენ ბავშვებს, წიგნში დამატებით საკითხავად, ან რაიმე ასეთი ფორმით ჩართული უნდა იყოს ეს ორი ლექსი, რომ ბავშვებმა უკეთ შეძლონ ყველაფრის გასიგრძეგანება. პირადად ჩემთვის კი ეს ორი ლექსი ლექსებზე მეტია, ვერ გამოვხატავ იმ ემოციას, რასაც იწვევენ.
11. რად უნდა ამ კაცს კონკურსებში მონაწილეობა, ყველა საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე უნდა იყოს და სხვის ნაწერებს უნდა აფასებდეს.
ვეღარ გავიგებთ ხოლმე სადაა კარგი პოეტის და მწერლის ადგილი. ასეა, ბასილიას ნაწერების შემდეგ ასეთ შედევრს რომ წაიკითხავ, მაშინ მიხვდები რაა კარგი და რა ცუდი.
რად უნდა ამ კაცს კონკურსებში მონაწილეობა, ყველა საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე უნდა იყოს და სხვის ნაწერებს უნდა აფასებდეს.
ვეღარ გავიგებთ ხოლმე სადაა კარგი პოეტის და მწერლის ადგილი. ასეა, ბასილიას ნაწერების შემდეგ ასეთ შედევრს რომ წაიკითხავ, მაშინ მიხვდები რაა კარგი და რა ცუდი.
10. როი, აქაც გილოცავ ! ნამდვილად იმსახურებ! პირველად წვიმაზე ლექსით გაგიცანი (მეგობარმა მომწერა) :) მიხარია რომ შენნაირი პოეტები არიან დღეს საქართველოში! როი, აქაც გილოცავ ! ნამდვილად იმსახურებ! პირველად წვიმაზე ლექსით გაგიცანი (მეგობარმა მომწერა) :) მიხარია რომ შენნაირი პოეტები არიან დღეს საქართველოში!
9. წინანდლის პრემიას ვულოცავ ამ კარგ პოეტს! :)
წინანდლის პრემიას ვულოცავ ამ კარგ პოეტს! :)
8. როგორ მიხარია შენ რომ აქ აციმციმდები,მინდა ეს საიტი არსებობდეს და როცა რ ო ი აქ ციმციმებს ,მიხარია..ლექს კი ჩემი შეფასება არ უნდა,სასკოლო ლექსია,ისედაც იცი!!!
როგორ მიხარია შენ რომ აქ აციმციმდები,მინდა ეს საიტი არსებობდეს და როცა რ ო ი აქ ციმციმებს ,მიხარია..ლექს კი ჩემი შეფასება არ უნდა,სასკოლო ლექსია,ისედაც იცი!!!
6. მიყვარს ეს ლექსი. მიყვარს ეს ლექსი.
4. ვაიმე ეს მინდოდა ახლა კიდევ? ამეტირა ვაიმე ეს მინდოდა ახლა კიდევ? ამეტირა
3. ძაან მაგარია ეს ძაან მაგარია ეს
2. გაიხარე! მოკითხვა ;) გაიხარე! მოკითხვა ;)
1. ეს იმ ლექსებიდანაა, თითქმის ზეპირად რომ ვიცი :)
ეს იმ ლექსებიდანაა, თითქმის ზეპირად რომ ვიცი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|