ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 ნოემბერი, 2017


Анна Ахматова – Реквием (продолжение) Эпилог

ანა ახმატოვა - რეკვიემი (გაგრძელება)

ეპილოგი

            I

გავიგე, სახეს თუ რა აბერებს,
თვალთაგან შიში ვით იმზირება,
ვით ამოკაწრავს ლურსმულ წარწერებს
დაუნდობელად ღაწვზე კირთება,

ნაცრისფერ, ანდა გიშრის თმის კავებს
როგორ დაფარავს უეცრად ვერცხლი,
მორჩილ ბაგეებს ღიმი უმალვე
ვით შეახმება მოგვრილი ელდით.

მხოლოდ ჩემ გამო ღმერთს როდი ვვედრი -
მსურს, რომ მოიღოს მათზეც წყალობა,
ყინვაშიც, ხვატშიც ვინც მედგა გვერდით
წითელ უსახურ კედლის მახლობლად.


(დასასრული იქნება)

25 ნოემბერი, 2017 წ.



Анна Ахматова – Реквием  (продолжение)
Эпилог

            I

Узнала я, как опадают лица,
Как из-под век выглядывает страх,
Как клинописи жесткие страницы
Страдание выводит на щеках,

Как локоны из пепельных и черных
Серебряными делаются вдруг,
Улыбка вянет на губах покорных,
И в сухоньком смешке дрожит испуг.

И я молюсь не о себе одной,
А обо всех, кто там стоял со мною,
И в лютый холод, и в июльский зной
Под красною ослепшею стеною.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები