ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2017


რ ა რ ი გ ა დ ა ვ თ ქ ვ ა ს ხ ვ ა რ ი გ ა დ

ჩამოწოლილა, ეხ თოვლი,
ჩემ ყვავილიან მინდორზე,
მე კი, უძლურმა არ ვიცი,
ეხლა, რას უნდა ვიქმოდე,
თხოვნა–ვედრების ამარა,
მუხლმოდრეკილმა ვითრთოლე,
მზეო, ნუ წახვალ, ვთქვი დარჩი,
ჩემ თხოვნას გაიგონებდე,
შუბისტარს არ გასცდებოდე,
გორზე არ გადახვიდოდე,
თოვლში ჩარჩენილ სოსანებს,
ისევ შენ უპატრონებდე,
,თოვლს დაადნობდე და მერე,
სოსანზე იქორწინებდე,
შობდეთ პატარა მზეებს და
ქვეყანას ააყოვებდეთ,
ფოთოლ–ბალახთა, ყოილთა
ქვეყანას შაახდომებდეთ,
უფალო გვეხმარებოდე,
ჩვენს თხოვნას შენც ინდომებდე.
ბარდსა, ეკალსა ჩვენს მიწას,
სამუდმოდ მააშორებდეთ.
მაამთელებდეთ დარღვეულს,
სიყვარულს მააღოლებდეთ,
სიმტკიცეს ბოძად ჩასდგამდეთ,
კედლებსაც ჩაასწორებდეთ,
ჩვენს, თავად უპატრონებდეთ,
სხვის ჯაგნარს მოვეცლებოდეთ,
ტკივილს სიხარულს უქცევდეთ,
მოყვარეს ფეხთ ვეგებოდეთ.
მოჭრილს, მოტეხილს ადგილებს,
მალამოდ მოვედებოდეთ,
ბაღნარს, წალკოტად ვაქცევდეთ,
ესეთ დღეს მოვესწრებოდეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები