ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
30 ნოემბერი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XIII )

                                                                                                                        ***
მთელი ძალებით განვაგრძობდი საკუთარ ორგანიზმთან ბრძოლას. არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ასე მარტივად მომრეოდა. გავაგრძელე მედიკამენტების მიღება, ვუსმენდი ექიმის რჩევებს, რომელმაც ყველანაირი გამოკვლევით პროცედურა ჩამიტარა რაც კი შეეძლო. ხანდახან ისაც მეგონა, რომ ბატონ დიმიტრიში ბევრად უფრო მეტი ენთუზიაზმი იყო ვიდრე ჩემში. ებღაუჭებოდა ყველანაირ იმედს და ცდილობდა უკეთესი გამოსავალი მოეძებნა. თუმცა საკუთარ თავს შენზე უკეთ ვერავინ გასწავლის. მე ხომ ვიცოდი, რომ ეს პროცედურები უბრალოდ სიცოცხლის გახანგძლივებას ემსახურებოდა და არა ჩემს საბოლოო გამოჯანმრთელებას. ჯერ კიდევ მაშინ იყო დაგვიანებული ქიმიური ჩარევები, როდესაც ავადმყოფობის შესახებ გავიგე. ეს ბოლო სტადიაა, რითაც ყველაფერი ნათქვამია. გამოსავალი ბედთან შეგუება იყო და ყოველივე ოცნების სისრულეში მოყვანა. არ მეშინია, რადგან ძლიერი ვარ. ყველაზე მძიმე ტკვილი რაც მშობლების დაკარგვამ გამოიწვია უკვე გავლილი მაქვს, ხოლო შიშით სიკვდილისაც არ მეშინია არამცთუ რაიმე ადამიანური პრობლემებისა. ჩემთვის მშვიდად ვიწექი სარეცელზე და შევცქეროდი მათი იმედით ჩამქვრალ თვალებს . ნეტავი არ მსახიობობდნენ ჩემთან თითქოს ერთი აბიდან-მეორემდე რაიმე უკეთესობა იქნებოდა. მე არც მათი ყალბი ღიმილი და ყოველდღიური მოკითხვა მჭირდებოდა, რადგან მხოლოდ აქედან წამოდგომაზე და გაქცევაზე ვფიქრობდი. დრო ძალიან ცოტაა... მე კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი. ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ. არც არასდროს მიფიქრია საკუთარი თავის კეთილ დღეობაზე. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემთვის ადამიანების ბედნიერება ის მამოძრავებელი ძალაა რამაც აქამდე მომიყვანა. რაც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდე ანდაც სიკვდილს პირისპირ დავუჩოქო. ეს არასდროს მოხდება, რადგან ბოროტსაც სწორედ ეს უნდა. ის ვერასდროს შეძლებს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდისთვის ჭკუის არევას. მასზე სწრაფიც ვარ და ჭკვიანიც. სამყაროს მხოლოდ მასთან ერთად დავტოვებ და ეს მასზედ გამარჯვება იქნება. ვთქვი და ამას შევასრულებ. მე დავტოვებ სამყაროს, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე იარესებებს. მართალია ეს ჩემს გარეშე მოხდება, თუმცა ზეციდან ფრთხილად მიმოვაბნევ მის კიდეებზე სიყვარულის ნათელ ფერებს. დაე იკაშკაშონ თუნდაც უჩემოდ, რადგან ჩემი ბედნიერებაც ხომ  ზუსტად ეს იყო!
    კიდევ ერთი დღეც გათენდა ფანჯრის მიღმა. წვიმდა და ქარი კი ძლიერად არხევდა ხის ტოტებს აქეთ-იქით. თითქოს მათი მოგლეჯვა სურდა. თავისებურად მაინც მხიბლავდა ამ კადრების ცქერა. არ ვიცი რამდენად მომწონდა თუ მაფორიაქებდა, თუმცა მომწონდა. როგორ შეიძლება არ მოგხიბლოს ბუნების ასეთმა სიძლიერემ?! რა მნიშვნელობა აქვს მთაში იქნები თუ ბარში?! ბუნებასთან მაინც ყოველთვის ახლოს დარჩები. სიმშვიდე მთებში კი არა მათი გასაოცარი სილამაზით ტკბობაშია. ჩვენ ბუნებასთან სიახლოვე გვწყურია, მაგრამ ის ვინც მას დაივიწყებს ბუნება არასდროს აპატიებს. თითქოს ადამიანი და ბუნება ეს ორი სხვადასხვა განზომილებაა, თუმცა მოვა დრო და კვლავ მას შევესისხლხორცებით.  ქარის შეუპოვრობა, წვიმის სილამაზე და თოვლის სისპეტაკე ეს ის მუტაციაა რაც ჩვენში ხასიათებად გარდაიქმნა, რადგან "მიწა ვიყავთ" ხომ არ გავიწყდებათ?! მათგან თანდაყოლილი ხასიათებია ასე მგონია. რამდენ რამეზე აღარ მიფიქრია და ასეც იქნებოდა მოულოდნელად ექიმის გამოჩენას, რომ არ დაერღვია პაუზა. ჩვეული მოძრაობით სკამი ჩემსკენ მოსწია და უხასიათოდ ჩამოჯდა.
-აბა, როგორ ხარ?
-აქედან წასვლა მინდა.
-დღეს საღამოს შეგიძლია წახვიდე- თვალს მარიდებდა.
-მკურნალობის კურსი?
-კვირაში ერთხელ შემომიარე ხოლმე. დანარჩენ დანიშნულებებს სახლში გაგატან.
-ახლა, როგორ ვარ?-ვკითხე მას.
-მდგომარეობა სტაბილურია. მთავარია პრეპარატების მიღება არ შეწყვიტო.
-...
-დროებით.- შუბლიდან თმები გადამიწია და გასასვლელისკენ გაეშურა.
-დამეხმარეთ, რომ პრეზენტაციამდე ფეხზე ვიდგე.-ამ სიტყვების გაგონებაზე კი გაჩერდა და უკან მოუხედავად მიპასუხა.
-ამას თუ ვერ შევძლებ, ლევან... ექიმის ხალათს სამუდამოდ გავიხდი.

                                                                                                                            ***

იქიდან გამოსულმა ქუჩა გადავკვეთე და პირდაპირ საგამოფენო დარბაზის წინ აღმოვჩნდი. კარების მიღმა, მარიამი შევნიშნე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიმოდიოდა აქეთ-იქით თან ხელების მოძრაობით ვიღაცას ეკამათებოდა. ღმერთმა უწყის ჩემზე, როგორ ჯავრობდა ასე მოულოდნელად, რომ გავუჩინარდი. ძალიან ვღელავდი და არ ვიცოდი მისთვის თვალებში, როგორ შემეხედა. მღელვარება უფრო მისმა დანახვამ გამოიწვია და არა ჩემმა უპასუხისმგებლობამ მისდამი. ღრმად ჩავისუნთქე დილის გრილი ჰაერი და კარები ფრთხილად შევაღე. გამბედაობის მოსაკრებად რამოდენიმე წუთი მჭირდებოდა, მაგრამ ტყუილად. მაშინვე ყველამ შეამჩნიე ჩემი შემოსვლა. მეგონა ნამდვილი ომი ატყდებოდა, თუმცა მარიამს ყველაფარი იმ წუთასვე დავიწყდა, როდესაც კარებთან ეულად მდგომი  დამინახა. გაიღიმა და მშვიდად დაიძრა ჩემსკენ. შემდეგ კი ნაბიჯებს აუჩქარა და ისე ძლიერად მომეხვია, როგორც არასდროს. ასე ემოციებით სავსენი და ბედნიერები ვეკვროდით ერთმანეთს. მინდოდა თავი შემეკავებინა, მაგრამ ვერც ეს შევძელი. მისი მშვენიერი სახე ჩემსკენ მოვტრიალე და მღელვარებისგან ათრთოლებულ ტუჩებში ვაკოცე. მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა და გულის გამალებული ცემა მკერდში. პირველად მოხდა, როდესაც ჩემს დაუფიქრებელ ნაბიჯს არ ვნანობდი, რადგან მას ეს თავადაც სურდა. მისი ღვინით დანამულ ტუჩებზე უტკბესი არც არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. სულ უფრო ძლიერ ვიკრავდი რათა ამ სიახლოვით გავმთბარიყავი. შეუძლებელი იყო იმ წუთას ჩემზე ბედნიერ მამაკაცს ევლო დედამიწაზე. როცა ადამიანის გული შენი სიყვარულით ძგერს, მაშინ ხვდები თუ რა დიად გრძნობას მოუცავს შენი შინაგანი სამყარო, რომელმაც ერთ მთლიანობად გარდაგქმნათ - ერთ სამყაროთ. ვერც კი შევნიშნეთ გარშემომყოფების სიახლოვე, რომლებიც ჯიბეებში ხელ ჩაწყობილნი უცდიდნენ ჩვენს "გამოფხიზლებას" . მე კიდევ თმებზე ხელი ნაზად გადავუსვი და მათკენ მივტრიალდი. ერთხანს ისევ ჩუმად იყვნენ. შემდეგ კი მომიახლოვდნენ და ახლად აწყობილი სცენისაკენ გამიძღვნენ. იქაურობა არ იყო ძალიან გადატვირთული. კედლებზე ციტატები ჩამოეკიდათ ფოტოების სახით, ხოლო სცენის უკანა ფონზე დიდი ასოებით დაუწერიათ- "გწამდეთ და იხილავთ - სიყვარულს ნათელ ფერებში", რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არც კი მჯეროდა, რომ რეალურად ჩემს თავს ხდებოდა ეს ყველაფერი. თავი პრეზენტაციის სამზადისში კი არა პერსონაჟად წარმოვიდგინე. თითქოს ერთ-ერთი ფრაზა ვიყავი ნაწარმოებიდან, მოქმედი გმირი, რომელიც მკითხველის აღფრთოვანებას ცდილობდა. ნეტავ იცოდეთ ეს კადრები რამდენჯერ მინახავს ჩემს სიზმრებში. ნამდვილად არ ვისურვებდი საწოლში გამოღვიძებას. ვეჭვობ განგებამ ჩემი ცხოვრება ისე წარმართა, როგორც მე ჩემი პერსონაჟის მხატვრული განვითარება. იმდენად გავდა ყოველი მომდევნო დღე ნაწარმოებში არსებულ ისტორიებს, რომ დაჯერებაც კი მიჭირდა. ვინტერესდებოდი ყოველი დეტალით, ყოველი შტრიხით. უპასუხისმგებლობის და მიუხედავად მაინც ცნობისმოყვარეობით ვეკითხებოდი თუ რა-რის მერე იქნებოდა. რასაც ვერ ვუარყოფ ეს მათი მონდომება და უდაო პროფესიონალიზმია. ზუსტად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და თან ისე, რომ ყველანაირი ხარვეზი გამორიცხული იყო. ბოლოს გავარკვიეთ თუ როგორი იქნებოდა სტუმრების განლაგება. თავიდან ისინი ციტატების კითხვით გაირთობდნენ თავს ჭიქა შამპანურთან ერთად. შემდეგ ჩემი სიტყვით გამოსვლა და "სიყვარული ნათელ ფერებში" წარდგინება. ღონისძიების მიწურულს კი კლასიკური მუსიკის ფონზე მსუბუქი ალაფურშეტით დავასრულებდით. არაფერი გრაციოზული, უბრალო სიყვარულით აღსავსე თბილი საღამო იქმნებოდა.

                                                                                                                            ***


  მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ხელი ძლიერად მეკავა. არ ვიცი ეს ქვეცნობიერად მისი დაკარგვის შიშს უკავშირდებოდა თუ ემოციურ ფონს, მაგრამ აღარ მინდოდა მისთვის ხელი გამეშვა. ბიჭებთან საუბრის დასასრულს ერთი არაჩვეულებრივი იდეა დამებადა, მაგრამ მგონი გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, როდესაც უკან მობრუნებულმა ნანკა შევნიშნე ფანჯრის მიღმა მეგობრებთან ერთად. გარედან ისე ძლიერად ურტყამდნენ მუშტებს ფანჯრის მინებს, რომ მეგონა თავზე ჩამოგვემსხვრეოდა.
-ეს არანორმალურები ვინები არიან? -კბილებში გამოსცრა, მარიამის მეგობარმა.
-ჩემთან არიან. -მოკლედ მოვუჭერი და მარიამთან ერთად დარბაზიდან გავედი. კარებიდან ფეხის გადადგმა იყო და ერთბაშად შემომეხვივნენ ყველანი. როგორც ყოველთვის ისეთი ხმაური გამოიწვიეს, რომ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე მათი ნათქვამიდან. გულთბილ მოკითხვებს, რომ მოვრჩით ვატოს სახეზე სილურჯე შევნიშე, რომელიც წარბთან აშკარად ჩამოსიებოდა. გაკვირვებულმა გადავხედე და დარბაზის მოშორებით გავიყვანე. არც, ნანკა გამოიყურებოდა იდეალურად. შუბლზე მასაც დამჩნეოდა მცირედი ნაკაწრი. ღიმილი უადგილო იყო, მაგრამ მეცინებოდა ამ აყალმაყალის მოყვარულ ახალგაზრდებზე.
-მეტროში მოგვივიდა პატარა გაუგებრობა- თქვა ვატომ
-ამას რაღა ჭირს?- თავის მოძრაობით, ნანკაზე ვანიშნე.
-თავის გამოჩენა, რომ უყვარს მაგის ბრალია. -და გაბრაზებულმა გახედა. -ისეთი ამბავი ხდებოდა ვეღარ შევამჩნიე ეს შტერი. გიტარა დამენანა თორემ დაუფიქრებლად თავზე გადავამტვრევდი იმათ.
-კაი რა... ვერ დაინახე რას გავდნენ, რომ წამოვედით? მგონი ერთმანეთის სახელებს ვეღარ იხსენებდნენ.-ნანკას ხელი გადახვია გეგამ და ჩვენსკენ წამოიწია. -ლევან, გვაპატიე. ყურადღება ვეღარ მოგაქციეთ იქ, როგორც საჭიროა -ამ სიტყვების თქმაზე გეგას ვანიშნე, რომ მეტი აღარაფერი ეთქვა და თემა სასწრაფოდ შევცვალე.
-თქვენი დახმარება მჭირდება.
-როცა გინდა.
-ეხლა შეგიძლია, რომ გამომყვეთ?
-წავედით!- გეგას გიტარა გამოგლიჯა, ნანკამ და პირდაპირ მე მომეკრა. -სადაც გინდა იქ წავიდეთ.


                                                                                                            (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები