ნაწარმოებები



ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2017


ფიქრმა გამაბოლა...

ქუჩაში ამინდი მიდი-მოდის,
კაფეში ყავას ვსვამ, კაპუჩინოს.
იქნებ სულ არ არის იდიოტი,
მიცინის, მეც მინდა გავუცინო...
ფიქრის სიგარეტი გავაბოლე,
აზრები გზადაგზა მეწევიან...
თვალები და მზერის კარამბოლი,
გარეთ კი ნოემბრის ფერწერაა...
კაფეში მუსიკა რეტრო განცდის,
თვალები რა უხმოდ საუბრობენ...
წამმა წუთი ისე შემომაცვა,
დროს თითქოს სადღაცა გავურბოდი...
გარეთ ისევ ქარი დაფრატუნობს,
ფოთლებმა მოხატეს ვიტრინები.
მგონი, დღე არ არის „ნე ფარტოვი“,
სადღაც, ტუჩის შიგნით ვიღიმები...
მან კიდევ ორმაგი შეუკვეთა
ყავა და ზედ ჭიქა კონიაკიც.
ფიქრმა გამაბოლა, მე უკეთ ვარ,
ჩამოჯდა შემთხვევა შორიახლო...
28.11.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები