ნაწარმოებები



ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2017


ვედრება

მე მახსენდება სუნი აპრილის,
სევდა დარჩენილ თოვლის გორებზე,
მწვანე ზაფხულის გადაგორება...
ნაღველ მორეულ შემოდგომებზე.

თითქოს ხმაურობს ფიქრი ბუხართან...
ოხ ნეტავ გატყდეს დროის ლაგამი,
მაშინ ცხოვრების ამ ლამაზ ბოდვას,
ერთუკვდავ წამში შევინახავდი.

ისევ დავკრეფდი ყვავილებს ტყეში,
და მივართმევდი, მოხუც დედიკოს.
ღმერთთან თხოვნა მაქვს… დარჩენილ წლებში,
ერთხელ ბავშვობა შემაძლებინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები