ნაწარმოებები



ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
30 ნოემბერი, 2017


ქეთო

თავად იბანს ხელ-პირს
ახლა ციცქნა ქეთო,
თან იძახის მოდით,
მნახეთ, მიცქირეთო.

უკვე გავხდი დიდი
და ყოჩაღი გოგო,
თავსაც მარტო ვუვლი
ვუვლი და თან როგორ!

აღარც პირსაბანთან
სკამს არ მიდგამს დედა,
რადგან დაბანის დროს
არ ვისველებ ზედას.

უკვე თავად ვირჩევ
ფეხსაცმელს და კაბებს,
მაგრამ თუ არ მომწონს
მაღლა ვქაჩავ წარბებს.

მე და თოჯინები
ტანზეც თავად ვიცვამთ,
ოღონდ მართალს ვამბობ
ჩემს დედიკოს ვფიცავ.

მხოლოდ ბებოს დავრჩი,
ისევ ერთი ციდა,
რადგან ღმერთმა მისთვის
გამომგზავნა ციდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები