ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2017


კურაპალატი

გრიგოლ ხანძთელი აშოტთან მიდის,
მისი მეფეა კურაპალატი,
დედასამშობლოს არცერთი ჰყიდის,
არც არასოდეს სურდათ ღალატი.

გრიგოლ ხანძთელი მეფესთან მიდის,
ღმერთმა დალოცა ორი ქართველი,
ბაგრატოვანთა ნამუსს და სინდისს -
სულშიც უნთია რწმენის სანთელი.

ისევ მივყვები დროის დინებას,
ჯერ არ ჩამდგარა თვალებში ნისლი,
ძარღვებში ისევ მოედინება
დიდი აშოტის ნაქონი სისხლი.

თუმც დღეს სხვა დროა დედამიწაზე,
ამ ლექსში ცოცხლობს კურაპალატი,
ვიდრე დავდივარ ქართულ მიწაზე,
არ ემუქრება ჩემგან ღალატი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები