ნაწარმოებები



ავტორი: თორნიკე ხურციძე
ჟანრი: თარგმანი
30 ნოემბერი, 2017


ალი აჰმად საყიდ ისბირ (ადონისი)

მოგზაურის გიდი მნიშვნელობათა ტყეში

რაა არყოფნა?
სახლი, რომლის დანახვაც გიყვარს
და გეზიზღება იქ გაღვიძება.

რაა ბედნიერება?
დაკეტილი კარი,
თუ შეაღებ, დაიმსხვრევა.

რაა სიზმარი?
შიმშილია, ვერ შეაჩერებ
რეალობის კარზე კაკუნით.

რაა ჭეშმარიტება?
არ გჭირდებოდეს
ამტკიცო ცოდნა.

რაა კოცნა?
მოსავლის კრეფა,
ნაყოფისა, დაუნახავის.

წყლის ფერი

შენი ფერი, წყლისფერია,
სიტყვის სხეულო,
როდესაც  წყალი
საფუარია, ან ელვა, ან ცეცხლი,
და გაანათა წყალმა და იქცა ელვად,
და იქცა საფუარად და ცეცხლად,
დუმფარა
ჰკითხულობს ჩემს ბალიშს,
სძინავს...
სიტყვის მდინარევ,
დამემგზავრე ორიოდე დღე,
შევხვდეთ საიდუმლოებათა საფუარში,
მოვკრიბოთ მეზღვაურები,
ან ვიპოვოთ ნიჟარები,
ვიწვიმოთ იაგუნდებად და ეკალმუხებად,
შევიცნოთ მუქი ქალთევზის ჯადომ
ვით გათქმევინოს უარი სხვა სიყვარულზე,
ზღვის გარდა.
დამემგზავრე და აქ გამოჩნდი... და გაქრი აქ...
და იკითხე ჩემთან ერთად სიტყვის მდინარევ
სადაფზე, რომელიც
კვდება, რათა იქცეს წითელ ღრუბლად,
იწვიმოს,
კუნძულზე,
მიმავალზე თუ გადამფრენზე,
და იკითხე ჩემთან ერთად სიტყვის მდინარევ,
დატყვევებულ ვარსკვლავზე,
წყლის ბადის შორის,
კერტებ ქვეშ უკანასკნელ
დღეებს რომ დაატარებს,
და იკითხე ჩემთან ერთად სიტყვის მდინარევ,
ქვაზე, რომლისგან წყალი მოწვეთავს,
ტალღაზე, რომელმაც კლდე შვა,
დამწყვდეულ ცხოველებზე,
სინათლის მტრედზე,
დაეშვი ჩემთან ერთად სიბნელის ბადეზე,
სიცარიელეში,
სადაც დრო დამსხვრეულია,
რათა სიტყვა იყოს კასიდა,
ზღვის პირისახის მატარებელი.

ვცხოვრობ სინათლესთან

ჩემი სიცოცხლის სურნელოვან სინათლით ვცხოვრობ,
ჩაივლის ჩემი წელი მეორე,
ჩემი სამშობლოს ჰიმნი მიყვარს,
მწყემსის დილას რომ გადაიტანს,
მზეზე მოვისვრი წმინდა ნატეხს რიჟრაჟის,
სადაც მივიდნენ და დაიღუპნენ -
თუკი სიკვდილმა გაიღიმა შენს ბაგეებზე,
ვტირი, მონატრებისგან, სიცოცხლევ.

შენს თვალებსა და ჩემს შორის

როცა ჩემი თვალები შენს თვალებში იძირებიან,
ვუმზერ დილის სიღრმეს,
ვუყურებ გუშინდელს, როგორც წარსულს,
ვხედავ იმას, რაც არ ვიცოდი,
და ვგრძნობ, რომ სამყარო მიედინება
შენს თვალებსა და ჩემს შორის.


دليل السفر في غابات المعنى

ما الغيب؟
بيت نحب أن نراه,
ونكره أن نقيم فيه.

ما السر؟
باب مغلق إذا فتحته انكسر.

ما الحلم؟
جائع لا يكف عن قرع باب الواقع.

ما اليقين؟
قرار بعدم الحاجة الى المعرفة.

ما القبلة؟
قطاف مرئي
.لثمر غير مرئي

لون الماء

لونكَ لونُ الماء
يا جَسَدَ الكَلامْ
حين يكون الماءْ
خميرةً أو صاعقاً أو نارْ
وَاشْتعَلَ الماءُ وصارَ صاعقاً وصارْ
خميرةً ونارْ
نَيُلوفراً
يسْألُ عن وسادتي
...ينامْ
يا نَهَرَ الكَلامْ
سافرْ معي يومين، جمعتين في خميرة الأسرارْ
نلتقطُ البحارَ، أو نسْتكشف المحارْ
نُمطرُ ياقوتاً وآبنوساً
نعرفُ أنَّ السّحرْ
جنّيةٌ سوداءْ
.ترفضُ أن تعشقَ غير البَحرْ
...سافرْ معي واظهرْ هنا... وغِبْ هنا
واسألْ معي يا نَهَرَ الكَلامْ
عن صَدفٍ يموتُ كي يَصيرْ
سحابةً حمراءْ
تُمطِرُ
عن جزيرهْ
تَسيرُ أو تطيرْ
وَاسألْ معي يا نَهَرَ الكلامْ
عنِ نجمةٍ أسيرهْ
بين شِباكِ الماءْ
تحمل تحت ثديها
.أياميَ الأخيرهْ
واسألْ معي يا نهرَ الكلامْ
عن حجرٍ ينبُعُ منه الماءْ
عن موجةٍ يولد منها الصّخرْ
عن حيوان المِسكِ، عن يَمامةٍ من نورْ
واهبطْ معي في شَبك الدّيجورْ
في القاع
حيثُ الزّمنُ المكسورْ
وَلْيكنِ الكلامْ
.قصيدةً تلبَس وجهَ البَحْر

أعيش مع الضوء

أعيشُ مع الضوء عُمْري عبيرٌ
يمرّ, وثانيتي سنواتُ
وأعشق ترتيلةً في بلادي
تَناقَلها كالصباح الرعاةُ
رَموْها على الشمس قطعةَ فجرٍ نقيٍّ
وصلّوا عليها وماتوا -
إذا ضحك الموتُ في شفتيكَ
.بكت, من حنينٍ إليكَ, الحياةُ

بين عينيك وبيني

حينما أُغرقُ في عينيكِ عيني
ألمح الفجر العميقا
وأرى الأمس العتيقا
وأرى ما لست أدري
وأحسّ الكون يجري
.بين عينيكِ وبيني

(علي أحمد سعيد إسبر(أدونيس

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები