ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2017


პოეტი

ო,მოვიდა  ღრუბლიანი ამინდები,
ამინდები ქეიფის და  სმის.
ლექსებიდან მოკლე  ამონარიდებით,
ხშირად თავსაც  მოგაბეზრებ  ,მის.

მე  ვიდგები  შენი ბინის  ყრუ კედელთან,
და ვიდგები მანამ,სანამ მამა–
შენი
(ბუხარს ცეცხლს რომ უკეთებდა)
არ მაგინებს და...
ძაღლივით წავალ.

დაუჯერე მამას.
ნუ შეგიყვარდები!
შენ არაფერს  არ მოგიტანს ლექსები.
ცოტას დავლევ,
უფრო მეტად დავთვრები და
ვინმე  გამვლელს  წავუკითხავ ესენინს.

მამამ იცის,
უცხოვრია  მამას,
სიბრძნით ხშირად იკვეხნიან მამები.
პოეტის  ცოლს არაფერი არ  აქვს,
გარდა ხმელი სიტყვების და  წამების!

ო,მოვიდა  ღრუბლიანი ამინდები,
ამინდები ქეიფის და  სმის.
ლექსებიდან მოკლე  ამონარიდებით
მე თქვენ ხშირად გამიხსენებთ,მის!











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები