ნაწარმოებები



ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2017


ჩამსაფრებიხარ...

ჩამსაფრებიხარ, გზაწვრილო,
გაწყდი, თუ ასე გწადია,
ზურგში მახვლის დარტყმა ხომ
შენი წესი და ფანდია!
მოგდევ, მოვიმკი „ძმათაგან“
გზა-გზა დაგებულ ღალატებს,
თუ რამ მებადა, გამძარცვეს, 
წილი ვუყარე ჯალათებს; 
ვიცვლი ბრიყვთაგან  ნაბოძვარ
და ნაფეშქაშარ  ხალათებს,
ნეტავი,  უფლის დიდება 
როდისღა შემომანათებს?
ვერ გავექეცი  ვერსაით
ბედისგან ნასროლ ქამანდებს,
ვერ შევახდინე უდაბნოს
ძახილი, რაც შევღაღადე;
ვერც მოვიფონე მარყუჟად
ყელს მოჭერილი სამალდე,
ავდექ და სევდის მორევში
თევზივით შევინავრდე!
ტკივილს ვერ შემიმსუბუქებ, 
მფქვავს მოსაკოდი დოლაბი,
თუ სიხლი ცრემლით არ მბანე
და გული გულს არ მოაბი!
ჩამომისუსხე სურვილი,
ანკარა, შეულახავი,
მე გულით შემოგხაროდი,
შენ გულში დამკარ ლახვარი!
თოკზე გამობმულ ხბოსავით
ისევ შენ მოგდევ გზაწვრილო,
რომ სუნთქვა თხილის გულივით
ტკივილებს გავუნაწილო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები