ნაწარმოებები



ავტორი: ნონესთ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 დეკემბერი, 2017


გარდაცვალება

სიკვდილი არ ნიშნავს არსებობის დასასრულს, მე ასე მჯერა, მე ასე მწამს. ყოველთვის იარსებებს ადამიანი, რომლის გონებაშიც სამუდამოდ აღიბეჭდები. ყველაზე სწორი სიტყვაა გარდაცვალება - თითქოს სხვაში აგრძელებ სიცოცხლეს, სულ თან გატარებს. შემდეგ ისიც რომ გარდაიცვლება, შეიძლება შენგან სრულიად უცხო ადამიანში დაიდოს ბუდე და ისე, სულაც რომ ვერ ფიქრობდეს ის უცხო, მასში დასახლდე. ვინ ცხოვრობს შენში? ვის ადამიანს ატარებ სხეულით? ვის სახელს ინახავ?
მე ასე მჯერა, ასე მწამს, ადამიანები უბრალოდ არ ქრებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები