ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2018


გოგონა, რომელიც ოთხ შვილზე ოცნებობდა...

მინდა გიამბოთ გოგონაზე, რომელიც გათხოვებამდე ოთხ შვილზე ოცნებობდა
მაგრამ როცა პირველი ვაჟი შეეძინა, ეს იმდენად რთული  ეჩვენა,
ოცნებით სამზე ჩამოვიდა.

მერე...

წყალი შეუწყდა
გაზი და დენი გაიშვიათდა.
პამპერსი გაუძვირდა
ხელფასი შეუმცირდა (მის ქმარს)
პური გაძვირდა
წამლებიც გაუძვირდა,
შეშა შემოაკლდა,
ცეცხლი გაუნელდა,
(ხშირად ავადმყოფობდა ბიჭიც.)

და ოცნებით ორზე ჩამოვიდა...

მხოლოდ ოცნებით,
რადგან წყალი და პამპერსი
ორჯერ მეტად გაძვირდა
დოლარმა აიწია,
მერე ჯერ ხელფასი შეუმცირეს
მერე სულაც შეამცირეს
მისი ქმარი...
აღარ ოცნებობდა დიდი ოჯახზე,
უკვე ორ შვილზე ოცნებობდა.
მერე...
ასეთ დროს ამბობენ,
ბევრმა წყალმა ჩაიარაო.
მაგრამ ეს სინამდვილე არაა,
მხოლოდ  ხუთმა წელმა ჩაიარა

ახლა  ყოველ საღამოს
შიშით შესცქერის
ცარიელ მაცივარს ,
ონკანს და
ჩაის ჭიქას...
ერთადერთ ხუთი წლის ბიჭს
თვალებში უყურებს და ეშინია,
მისი სიყვარულის და
მისით ტკბობის უნარიც არ შეუმცირდეს...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები