ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 დეკემბერი, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XIV )

                                                                                                        ***

  პალატაში შესვლისას, გოგას დედა შევამჩნიე, რომელსაც მის საწოლთან მჯდომარე მდგომარეობაში ჩასძინებოდა. ცალი ხელი გვერდზე გადაშლილ ბიბლიაზე დაედო. " უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისააკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.(დაბადება, თავი 22:2).
  დარწმუნებული ვარ ამ მონაკვეთისთვის არა ერთხელ ექნებოდა თვალი გადავლებული, თუმცა ამჯერად ალბათ ვეღარ შეძლო მისი ბოლომდე წაკითხვა. წიგნი ფრთხილად გამოვაცურე და საწოლის მახლობლად ჩამოვდე. ნელ-ნელა უკან დავიხიე და მათ პირისპირ ჩამოვჯექი. ცოტა მოგვიანებით კი ნანკასა და მის მეგობრებს ხელით ვანიშნე, რომ შემოსულიყვნენ. ისინიც ხმა ამოუღებლად იატაკზე ჩამოსხდნენ და გოგას გამოღვიძებას დაველოდეთ. მომეჩვენა, რომ ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გახშირებულად სუნთქავდა. თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებოდა მის სათუთ სხეულს. მარიამმა თავი ჩემს მხარზე ჩამოდო და რთულად გასაგონად გადმომჩურჩულა:
-რა ჩაიფიქრე?
-მის ოცნებას ვასრულებ.
  ზუსტად ვერც იმას გეტყვით თუ რამდენი საათი დავყავით ასეთ მდგომარეობაში. უბრალოდ ვისხედით და დედა-შვილობის საოცარ კადრს შევცქეროდით. სხვა რაღა უნდა იყოს იმაზე აღმატებული გრძნობა ვიდრე დედა-შვილური სიყვარულია?! ქვეყნად სასწაულს რატომღაც ზეციდან მოველით, მაგრამ, როდესაც შენს პატარა შვილს ხელს მოკიდებ, მაღლა ასწევ და ზეცად აღაპყრობ მიხვდები, რომ სასწაული შენს ხელთ არის და ეს შენი შვილია. ცდილობ, რომ შენს მიერ მოხატული ცხოვრების ირწმუნოს და არ იხილოს ის ყველაფერი რაც ამ ნახატის მიღმა იმალება. ალბათ არც ერთ მშობელს არ სურს, რომ მისი შვილი იმ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, რომელშიც ადამიანების უმაწყოლო შესაძლებლობლების შესახებ შეიტყობს. გაიგოს თუ რამდენი სულმდაბლობის ჩადენა შეუძლია პიროვნებას, რომელიც ისევე მშვიდად მიდის ამ ქვეყნიდან, როგორც მიწაში ფესვებ გადგმული და შრომისმოყვარე გლეხი ბაბუაა. სიყვარულითა და პატრიოტიზმით გულანთებული თაობა მსურს და არა ის ადამიანები, რომლებიც უსაფუძვლოდ ამძიმებენ ჩემი კურთხეული ქვეყნის მიწას. ჩვენ განსაკუთრებული სულის მატარებელი ერი ვართ, რასაც ისტორია უდაოდ მოწმობს. სწორედ ამიტომ შევნატრი ღმერთს ყოველ დღე ისეთ თაობას, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ და გააბრწყინებენ სამშობლოს ისე, როგორც არასდროს. ქართველ ადამიანთა თვალებში ამის ამოცნობა დღესაც შესაძლებელია. მე ეს ბრწყინვალება, გოგას თვალებში შევნიშნე და არა მარტო მასში. მისი ბავშვური ოცნებების ასრულება ჩემი მიზანი კი არა, ჩემი ბედნიერება გახლავთ. ამ სურვილმა მოგვიყვანა ყოველი ჩვენგანი დღეს - აქ. გარკვეული დროის შემდგომ, გოგას დედამ თავი მშვიდად წამოსწია საწოლიდან, ხოლო თვალების გახელის შემდგომ ცოტათი შეკრთა. გაკვირვებული უცებ გონს ვერ მოვიდა თუ რა ხდებოდა მის გარშემო. ჩვენ კიდევ ღიმილიანი სახეებით ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, რომ გოგას სანახავ ვიყავით მოსულები.
  "რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. (მათეს სახარება, თავი მეშვიდე)".


                                                                                                                                  ***

  ისინი მღეროდნენ, უკრავდნენ, ცეკვავდნენ და ამით თავადვე ღებულობდნენ ბედნიერებას. გოგას სახეს კი აღტაცებით გამოწვეული ღიმილი ბოლომდე გაჰყვა. საოცარი გარემო სუფევდა და ყოველი იქ მყოფნი ენით აღუწერელ ემოციებს განვიცდიდით. მივხვდი, რომ მთავარი მონდომება და ადამიანთა გვერდში დგომა იყო რის შედეგადაც მის არც ერთ ოცნებას არ დავტოვებდი აუსრულებელს.
  ყველანაირად უნდა ეცადო, რომ დარჩე ადამიანად. ეს არის მდგომარეობა, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას განიჭებს სხვა ადამიანების მიმართ. თუმცა შენ შესაძლოა ღმერთისაც არ გწამს არამცთუ მის შექმნილ არსებად ისურვო ყოფნა. თუ არც სიყვარულის გწამს, -იქნებ მეგობრობის იწამო? თუ არც მეგობრობის გწამს, - იქნებ სიკეთის ირწმუნო? თუ არც სიკეთის გწამს და საერთოდ არც არაფრის,  - მაშინ საკუთარი თავის მაინც ირწმუნე! საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ ურწმუნო ხარ და უნდობლობას უცხადებ გარე სამყაროს. დაიბნევი და ვერც იმას მიხვდები თუ რატომ არ ხარ ბედნიერი ასეთი განსხვავებული აზროვნების მიუხედავად?! იმიტომ, რომ საკუთარი თავის უარყოფა - ყველას უარყოფაა მითუმეტეს იმ ბედნიერების, რომელიც ღმერთმა არგუნა ადამიანს. მაშინ ადექი და უბრალოდ თავიდან დაიწყე... ირწმუნე ღმერთის, შემდგომ სიყვარულისა და მეგობრობის და ასე უსასრულოდ ბედნიერების ძიებაში, ბედნიერების კვალდაკვალ. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს სწორ შეხედულებებს. არც სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა მარტივი. მთავრია იცოდე თუ რაში გჭირდება ეს ყველაფერი, რადგან შინაგანი უბრალოება შესაძლოა ბევრად უფრო ღირებული რამ იყოს შენში ვიდრე სრულყოფილებისაკენ მიმართული ინტერესები, რომლებიც გაშორებენ შენს პიროვნებასთან - შენს უბრალოებასთან. საერთო ჯამში ეს ფუჭად დახარჯული ენერგია იქნება, რადგან სრულყოფილი არავინაა ამ ქვეყნად. ხანდახან ფიქრები ისე გამიტაცებს, ხოლმე თითქოს მრავალ სართულიანი შენობის სახურავზე ვიდგე სუიციდით გონება დაბინდული. რაზე აღარ მიფიქრია ბოლო ამ ხნის განმავლობაში. ყველაფერი კი ამ მოულოდნელად და სწრაფად განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ხანდახან მართლა მგონია, რომ სადაცაა გადმოვხტები შენობიდან, თუმცა იქამდე რაღაცეებზე ვფიქრობ.  როდესაც რთულ სიტუაციებს ვერ ვაანალიზებდი ხოლმე, იმ ადამიანად წარმოვიდგენდი თავს, ვინც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თუ სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი დამაშორებდა ან და მომეცემოდა საშუალება თავიდან დამეწყო ყველაფერი, მაშინ ვისაუბრებდი ნაკლებს ხოლო ჩემს ირგვლივ მოვუსმენდი თითოეულს და მხოლოდ ამის შემდგომ დავახარისხებდი იმას რაც მართებული იქნებოდა ჩემთვის. დავაფასებდი ადამიანებს არა მათი ფიზიკურობისდა გამო, არამედ მათი სწორი შინაგანი სულიერებისთვის. ყოველ ჩემს ნაკლს ქვიშის ნაპირზე დავწერდი და ტალღების მოვარდნას დაველოდები რათა გაექროთ ისინი. ბედნიერების წამს კი თვალებს დავხუჭავდი რათა ჩემს გონებაში ღრმად აღბეჭდილიყო ის. არ შევურაწყოფდი არც ერთ ადამიანს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ჩემს დასამცირებლად. მათ ცუდ პერსონაჟებად ვაქცევდი ჩემს ნაწარმოებებში და სიკეთის ძალით დავამარცხებდი საფინალო ეპიზოდში. უფრო ხშირად ჩავეხუტებოდი ბავშვებს და გულთბილად მოვიკითხავდი ყველა მოხუცს, რომელთა ბედნიერებაც ჩვენ მიერ მათკენ გაგზავნილ ღიმილშია. არასდროს შევწყვეტდი წერას, ხოლო ნაწარმოებებში ბევრად მეტს ვისაუბრებდი ადამიანურ ემოციებზე. უფლის სიტყვებს შთაგონებად ვაქცევდი და მისი ძალისხმევით გავაგრძელებდი არსებობას. მე, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მომცემოდა არც ერთ მომდევნო შანს არ გავუშვებდი ხელიდან დაუფიქრებლად. დრო და დრო მთებში გავიხიზნებოდი ხოლმე და ტყის შუაგულში დავწვებოდი გულაღმა. ყოველი წვიმის წვეთს ჩემს სახეზე კი ისეთი სიხარულით შევხვდებოდი, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ რამეს. დროის უკან დაბრუნებაა შეუძლებელი თორემ ყველას მოგვეცემოდა შესაძლებლობა ცხოვრების უკეთ წარმართვისა. ალბათ მისი ხიბლიც ამაშია, როდესაც ყველაფერი დაუგეგმავად და სპონტანურად ხდება. და თუ როგორ ხდება ამას შემდგომ ვხვდებით. ადამიანური პატარა ცოდვა ხომ არაა დასჯადი?! ხო და ვიცხოვროთ ისე, როგორც არის.
      ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მგონი იმხელა ხმაზე ვმღეროდით გვერდითა პალატის პაციენტებიც კი გამოვაღვიძეთ. ექიმები გაბრაზებულები შემოდიოდნენ, თუმცა რაც აქ იხილეს მას მერე ვეღარაფრის თქმა ვეღარ შეძლეს. ბუშტები ხელში აიტაცეს და აქეთ-იქით ესროდნენ ერთმანეთს. გოგას დედა კი ისე თბილად მეხვეოდა, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. ყველანი აღტაცებულები იყვნენ, გოგას გაცნობით. მარიამი კი მას გვერდს უმშვენებდა და ერთად იზიარებდნენ ყველაფერს.  თავისდაუნებურად,  გარშემო ყველა ავიყოლიეთ ამ "სიგიჟეში".ბოლოს ისევ ექიმები მოვიდნენ გონს. უფროსი ექიმის მოსვლამდე აჯობებს დატოვოთ აქაურობაო და ჩვენც ნელ-ნელა დავიძარით გასასვლელისკენ. იმდენი მკოცნა და მეფერა ბავშვი, რომ ლოყები სულმთლად დამიწითლა. სათითაოდ გამოემშვიდობნენ ყველანი ხოლო საავადმყოფოს გასასვლელამდე გოგას დედამ მიგვაცილა. გარეთ გამოსულები სიგიჟის პიკზე ვიყავით ისე გვახარებდა ეს ყოველივე. მარიამის წასვლის შემდგომ, ნანკამ ისევ მათთან ერთად მთხოვა გაყოლა. ძველებურად ბევრი აღარ ვახვეწნინე. ხელი გადავხვიე და მათ გავყევი. გზად ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიარეთ სადაც უამრავი პროდუქტი შეიძინეს. მათ ვერცერთ მომდევნო ნაბიჯს ვერ ვხვდებოდი, თუმცა ბრმად მივენდე. მაინტერესებდა წინ კიდევ რა სიახლე მელოდა. ეტყობოდათ იმას რასაც ახლა აკეთებდნენ პირველად არ ხდებოდა. სწრაფად გადანაწილდნენ სხვა და სხვა განაყოფებში. ზოგმა წვენები მოიტანა, ზოგმა შაქარი და ფქვილი. მალევე დაიტვირთნენ და პროდუქტებით ხელში მაღაზიის გარეთ აღმოვჩნდით. ისეთი ორგანიზებულები გახდნენ, რომ თავადაც მიკვირდა. ტაქსი გავაჩერეთ და ჩემთვის გაურკვევლი მიმართულებით წავედით. გზად ხმა არავის ამოუღია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს რაღაცას მიმალავდნენ. მანქანა ძლივსღა მიდიოდა ამდენი პროდუქტით დატვირთული. გაწვიმდა, თუმცა არცერთს შეუმჩნავია ეს. ორ სართულიანი შენობის წინ გავჩერდით. თუ თვალები არ მატყუებდა ეს ობოლთა ბავშვთა თავშესაფარი გახლდათ. მანქანის კარები, ვატომ გამიღო და როდესაც შემატყო, რომ ყველაფერს მივხვდი თავისთვის გამიღიმა. ნანკა წინ წავიდა. პარკებს ხელი მოკიდა და შენობისკენ დაიძრა ჩვენთან ერთად. დაჯერება მიჭირდა, თუმცა გასაგებია თუ რაში ჭირდებოდათ ის ფული რისთვისაც დღესა და ღამეს ათენებდნენ მეტრო სადგურებში. ისინი უბრალოდ ქველმოქმედებდნენ. ისევ მაღლა ავიხედე შენობაში შესვლამდე და ღმერთს მხოლოდ ერთი სიტყვა გავუგზავნე ცად - მადლობ! გულის რიტმის სიჩქარემ მოიცვა ჩემი სხეული. ისინი ქველმოქმედებენ... რატომ მიჭირდა ამის გააზრება არ ვიცი.


                                                                                                     
                                                                                                  (გაგრძელება იქნება) 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები