ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2017


ხუთი ტანკა


.
გაცილება
- - - - -
მიემგზავრები.
მშურს ყველა მგზავრის.
იქიდან ერთი
შურის თვალით
მე  შემომცქერის.

ძაღლი
- -  - -
თვინიერია,
მაგრამ 
ბოლომდე არ ინდობა.
ყველა ხის ძირში მოისაქმებს,
საყელურს  თუ ხელი გავუშვი.

სახლი
- - - - -
წუხელ ქარიშხალს
სახურავი გადაუხდია.
დღეს ნაწვიმარზე ორთქლი ასდის.
ადრე დუღდა და გადმოდუღდა
სიცოცხლე სახლში.

დიდედა
- - - - -
შენი სურათმა გამახსენა:
ოდნავ მიმწვარი ფაფისა და
ზემო  უჯრაში შენახული 
წამლის სუნი
დაჰკრავს  ბავშვობას.

***
დილაადრიან
მეეზოვემ
ფოთლებს  და ტოტებს
ზედ ჩიტებიც მიახვეტა.
ადრე დაზამთრდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები