ნაწარმოებები



ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2017


სხვა სატკივარი

შენ ითმენ ვიცი, გულის ტკივილს, ათას სხვა რამეს...
ექიმის მიერ დაწერილი რეცეპტიც გტკივა.
თითები ისე ებჯინება ნაზამთრალ ფანჯრებს,
თითქოს მლოცველის ხელებივით ერწყმიან წირვას.
მე ვიცი, არ გაქვს ის სახსრები, დანებდე აბებს.
და ისიც ვიცი, სიმშვიდეს რომ ყიდულობ ვერსად.
თანამედროვე საქართველოს ეცნობი ამბებს,
ყველა წვრილმანზე აფეთქება გაგიხდა წესად.
მე ვხვდები, ესეც გაწუხებს და თითებსაც იჭამ,
რომ წამლის გამო ალომბარდებ ყველა იმ წუთსაც,
რომელიც ჩემი სიცოცხლისთვის არის საჭირო.
შენ მერე ისევ უჩუმრად და ცრემლებით წუხხარ,
რომ ხედავ თვალებს უძინარს და დარდით დატბორილს.
შენც იცი უკვე, ჩემს ღიმილში არის სიყალბე,
არის სიმწარე, არ გამოგდის ამის დატკბობა...
და წუხხარ ისევ ან გინდება, აღარ გიყვარდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები