ნაწარმოებები



ავტორი: თემური მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2017


თუმც, რაც აქამდე დამრჩა უცვლელი ( ვუძღვნი ადამიანს, რომელსაც დღითიდღე უფრო ხშირად ვეხუტები, ვიდრე ბავშვობაში)

ვიყავი ბავშვი... დილიდან ეზოს
ვეფერებოდი, როგორც "მზის სხივი."
მიხმობდა გული, ბავშვური ექო,
იყო თოვლიც და არ იყო ცივი.

დრომ ჩაიარა... ურჩმა, თავნებამ,
არ ღირს, არც ფიქრი და არც გოდება.
თუ ვაგროვებდი ხურდას ლარებად,
დღეს ხურდასავით წლები გროვდება.

ეს ცხოვრება კი მძიმე წვეთებით,
გული რა არის?.. რკინასაც გახვრეტს
თუ არ გაშალე თამამად ფრთები,
და ბედისწერას ესროლე სახრე.

არ ვიცი რარიგ ვიყავი მცველი,
იმ სიყვარულის, მე რომ მებარა.
თუმც, რაც აქამდე დამრჩა უცვლელი
დედის სითბო და ჩახუტებაა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები