ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 დეკემბერი, 2017


აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა არის ან შიზოფრენია, ან ეროვნული ღალატის აქტი

აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა არის ან შიზოფრენია, ან ეროვნული ღალატის აქტი

ხალხნო, გაიგეთ, რა საფრთხის წინაშე ვართ,

1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მეთერთმეტე თავის  107-ე მუხლის თანახმად „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს — აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოსა ბათუმის მხარე და ზაქათალას ზაქათალის ოლქი ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა“, ანუ აჭარის ავტონომიური მმართველობა დადგენილია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით, ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. იმათ საყურადღებოდ, ვინც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს „ადგილობრივ თვითმმართველობას“ და „ავტონომიურ მმართველობას“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში „ადგილობრივი თვითმმართველობა“  განიხილება მე-10 თავში, „ავტონომიური მმართველობა“ განიხილება მე-11 თავში.
2. 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება მისი ავტონომიის პირობით, თუ გაუქმდება აჭარის ავტონომია,მაშინ აჭარა უკან უნდა დაუბრუნდეს თურქეთს.
3. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება მისი ავტონომიის პირობით, თუ გაუქმდება აჭარის ავტონომია, მაშინ აჭარა უკან უნდა დაუბრუნდეს თურქეთს.
4. დასავლეთის აგენტი 1980-იანი წლების ე. წ. ”დისიდენტები” 1980 წლის 9 აპრილს ითხოვდნენ აჭარის ავტონომიის გაუქმებას, ანუ სჩადიოდნენ ეროვნული ღალატის აქტს, ვინაიდან, სამართლებრივ საფუძველს უქმნიდნენ თურქეთის მიერ აჭარის უკან დაბრუნების მოთხოვნას, გამომდინარე იქედან, რომ, როგორც თვითონვე აცხადებდნენ, 1989 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, საქართველო ოკუპირებული და ანექსირებული იყო რუსეთი-საბჭოთა კავშირის მიერ, შესაბამისად, რუსეთი-საბჭოთა კავშირისთვის, და, შესაბამისად,  მის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული საქართველოსთვის, მოქმედებდა როგორც 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება (მხარეები - რუსეთი და ოსმალეთი), ისე 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება, აი, 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება (მხარეები - რუსეთი და ოსმალეთი) ხომ მოქმედებდა და მოქმედება, 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება საერთოდ რომ არც კი ყოფილიყო დადებული, მაინც, მხოლოდ მარტო 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების (მხარეები - რუსეთი და ოსმალეთი) მიხედვით, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში იმყოფება მისი ავტონომიის პირობით, თუ გაუქმდება აჭარის ავტონომია, მაშინ აჭარა უკან უნდა დაუბრუნდეს თურქეთს. შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, თურქეთი სცნობა საბჭოთა კავშირს იმ მომენტში არსებულ საზღვრებში, აჭარიანად, და ბუნებრივია, თუ ვინმე შიზოფრენი მას, თურქეთს, აჭარას აჩუქებდა, ისე, ტყუილა, ჭკუანაკლულობის საფუძველზე, უარს არ იტყოდა. სიტყვაზე, ამერიკის შეერთებული შტატებიც, 1989 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, სცნობა საბჭოთა კავშირს იმ მომენტში არსებულ საზღვრებში, აჭარიანად, და ბუნებრივია, თუ ვინმე შიზოფრენიკი მის, აშშ-ის მოკავშირე, თურქეთს, აჭარას აჩუქებდა, ისე, ტყუილა, ჭკუანაკლულობის საფუძველზე, საწინააღმდეგოდ სიტყვას არ იტყოდა.
5. ოსმალეთმა (თურქეთმა) აღიარა საქართველოს სსრ, დადო მასთან 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება, აღიარა საქართველოს რესპუბლიკა 1991 წელს, 1990-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკასთან დადო ხელშეკრულება, საქართველის სსრ-ს მიერ 1921 წელს დადებული, ყარსის ხელშეკრულების აღიარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მიერ.
6. ამ დროს ცალკეული ქართველები, თურქეთის ინტერესების, შეგნებულად თუ შეუგნებლად,  გამტარებლები, აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები, ფანტაზიური პროჟექტებით გამოდიან, აცხადებენ, რომ საქართველო 1921 წელს ოკუპირებული იყო, ამიტომ მის მიერ დადებული ყარსის ხელშეკრულება უკანონო არისო, ხოლო, ის რომ 1990-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკამ აღიარა ყარსის ხელშეკრულება, ამაზე არაფერი, თვალი დავხუჭოთ, ვითომ-ვითომ არ ყოფილაო.
7. აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები,  ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებულ, ან აღიარებულ,  საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით ჩატარებულ ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურას, მათ შორის, რეფერენდუმს, აჭარის ავტონომიის გაუქმების შესახებ.
8. აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები,  ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებული, ან აღიარებული,  საერთაშორისო ხელშეკრულების არსებით დარღვევას, აჭარის ავტონომიის გაუქმება კი, თუნდაც რეფერენდუმით, რომელიც შიდა-სახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურაა, არის საერთაშორისო ხელშეკრულების არსებითი დარღვევა, შედეგად მოჰყვება თურქეთის მიერ აჭარის უკან დაბრუნება.
9. აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები, ვერ აცნობიერებენ, რომ  საერთაშორისო ხელშეკრულების ანულირების შემთხვევაში აღსდგება საერთაშორისო ხელშეკრულების დადებამდე არსებული მდგომარეობა, ხოლო ყარსის ხელშეკრულების დადებამდე მდგომარეობით, როგორც თურქეთი თვლის, აჭარა იყო მისი, ოსმალეთის (თურქეთის), და ამ აზრს ამყარებს თავისი არმიით.
10. ამ დროს ცალკეული ქართველები, თურქეთის ინტერესების, შეგნებულად თუ შეუგნებლად,  გამტარებლები, აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები, ამბობენ, მოდით, აჭარის ავტონომია გავაუქმოთ, რისი გვეშინია, რადგან 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებაც უკანონოა და 1990-იან წლებში საქართველოს რესპუბლიკის მიერ, 1921 წელს საქართველოს სსრ-ს მიერ დადებული, ყარსის ხელშეკრულების აღიარებაცო.
11. შესაბამისად, გამოდის, რომ აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები, დღეს არსებულ ხელისუფლებასაც უკანონოდ აცხადებენ, ვინაიდან ეს ხელისუფლება არჩეული არის არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის საფუძველზე, ან დამფუძნებელი კრების მიერ, ხოლო ეს შიზოფრენიკები არ ცნობენ ხალხის უფლებას არჩევნების საშუალებით დააკანონონ თავის მიერ არჩეული ხელისუფლება (სინამდვილეში, თვალთმაქცობენ, ამ შოზოფრენიკებისთვის  ყველა ხელისუფლება უკანონოა, მარტო ის არის კანონიერი, რომელშიც პირადად მათ აირჩევენ, დააკვირდით, როგორც კი ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან, მაშინვე ხმას ჩაიგდებენ, უკვე აღარ ახსენებენ ხელისუფლების ”უკანონობას”).
12. აგრეთვე, ფაქტიურად, აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები,  შიზოფრენიკები, 1990-1991 წლების ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებასაც უკანონოდ აცხადებენ, ვინაიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება არჩეული იყო არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის საფუძველზე, ან დამფუძნებელი კრების მიერ, არამედ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1977 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, და შიზოფრენიკების ამ უკუღმართი ლოგიკით, უკვე ამიტომ, ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერი, ანუ, მათ შორის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაც,  უკანონო არის (სინამდვილეში, თვალთმაქცობენ, ამ შოზოფრენიკებისთვის  ყველა ხელისუფლება უკანონოა, მარტო ის არის კანონიერი, რომელშიც პირადად მათ აირჩევენ, დააკვირდით, როგორც კი ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან, მაშინვე ხმას ჩაიგდებენ, უკვე აღარ ახსენებენ ხელისუფლების ”უკანონობას”).
13. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, თურქეთი ისარგებლებს აჭარის ავტონომიის გაუქმების ავადმყოფურად აკვიატებული იდეით შეპყრობილი, სამკურნალო, თუ უკვე, უშედეგოდ, ნამკურნალები, შიზოფრენიკების, თურქეთის ინტერესების, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გამტარებლების, ამ სასწაულად უკუღმართი ლოგიკით, იტყვის, არ გინდათ ყარსის ხელშეკრულების ცნობა, ნუ ცნობთ, ნურც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 107-ე მუხლით  აჭარისთვის ავტონომიური მმართველობის დადგენას, ნურც საქართველოს სსრ-ს, ნუ ცნობთ ნურც საქართველოს სსრ-ის მიერ 1921 წელს ყარსის ხელშეკრულების დადებას, ნუ ცნობთ ნურც საქართველოს რესპუბლიკის მიერ 1990-იან წლებში, საქართველოს სსრ-ის მიერ 1921 წელს დადებული, ყარსის ხელშეკრულების  აღიარებას, ანუ, ფაქტიურად, ნუ ცნობთ ნურც საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების კანონიერებას, ნურაფერს ნუ ცნობთ, აი, მე კი ვცნოთ, ამიტომ თქვენ გექნებათ თქვენს მიერ არცნობილი ყარსის ხელშეკრულება, სამახსოვროდ, დაგრჩებად, ჩარჩოში ჩადეთ და კედელზე ჩამოკიდეთ, და მე კი უკან დამიბრუნდება აჭარაო, და აჭარას უკან წაიღებს.
14. და ბოლოს დამცინავად იტყვის, წადით, და ახლა აფრიალეთ თქვენი არ-ცნობებიო. და ვინც არ-ცნობები გირჩიათ, ჟესტის მედლები ჩამოკიდეთ, ჯილდოთ, საზრიანობისთვისო, თურქეთის სასარგებლო საზრიანობისთვისო.

კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
3.12.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები