ნაწარმოებები



ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2017


* * *

რომელ მოგონებას გინდა შეეფარო,
წელიწადის რომელ დროს,
ფიქრს რომელს,
რომ ოდნავი სიმსუბუქე იგრძნო?!

არ არსებობს,
ოდნავადაც არ არსებობს უწინდელი მშვიდი ხმაური,
არც ჟოლოსფრად ალეწილი სიხარულის
ბედნიერი შემოხეტება ახლა-
როცა ზამთრის ბლაგვი უვერტიურა
კვლავ მიმძაფრებს შემოტმასნილ უსასოობას,
როცა ჩემს ოთახს კარცერობა მოეგუნება,
შემომეჭდო ყველა საცეცით
და მხოლოდ მაშინ გამაძევებს,
როგორც დღენაკლულს,
როცა მოხდება საოცრება და  გავიგებ,
რომ კარგად ხარ
უჩემოდ
და
უსამშობლოდ.

სხვა დანარჩენი ,,უ"- ს არ დაირთავს.
უფრო სწორად, ვერ დაირთავს
(ნუ მედავები. იცი, რომ ეს აქსიომაა).

არც რას ვგეგმავ
და არც რას ვფიქრობ, გარდა იმისა,
რომ  ერთ დღეს მოვძებნი მიტოვებულ შენს ნიჟარას,
შევიყუჟები მის სიღრმეში და
მოგიკვდები,
მხოლოდ იმიტომ,
რომ ისევ შეგხვდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები