ნაწარმოებები



ავტორი: გიზო-გიზო
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2017


ალბათ

დილის მზე მათბობს, საამოდ, ნაზად,
შენთან მოვდივარ, მაგრამ შორია,
უშენოდ მყოფი მე გავხდი ავად,
გამოსავალი ვერ მიპოვნია.
ჩემში ეს წამი გაქვავდა თითქოს,
აქ ჩავიკეტე, ვერსად გავდივარ,
მე ძველებურად ვერ ვგრძნობ შენ სითბოს,
არც შენ არ ჩანხარ, ალბათ მკვდარი ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები