ნაწარმოებები



ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2017


----- * * *------

განა იმისთვის გავჩნდი რომ
მთელი ცხოვრება ვიწვალო?-
დარდით გულ-მუცელ დახრული
მრავალჯერ გარდავიცვალო.
მდიოდეს სისხლი მდინარედ,
სისხლისგან არ დავიცალო,
საწუთრო სიკვდილს ძალობდეს,
მე კი სიცოცხლე ვიძალო.
ვეღარც სამდურავს გავბედავ-
ჯვარცმული უნდა ვიწამო,
თქვა:  სულმა ზეცა ეძიოს,
ხორცი შეჭამოს მიწამო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები