ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2017


ადამიანური თამაშები

ეს ხარ შენ, ვინც ზიზღით გამოდიხარ სახლიდან,
და თვალებით ეძებ მახინჯს სამყაროს მიმართ,
თვალებთ პოულობ მახინჯს სამყაროს მიმართ
და ხელებით ცდილობ
მოსპო მახინჯი სამყაროს მიართ,
მუშტებით ცდილობ
მოსპო მახინჯი სამყაროს მიმართ
და წვეტიანი ან ბლაგვი საგნით ცდილობ
მოსპო მახინჯი სამყაროს მიმართ
და როდესაც მოსპობ მახინჯს სამყაროს მიმართ
გიკვირს ადამიანების,
რომლებიც ამბობენ შენზე,
რომ მოსპე მშვენიერი სამყაროს მიმართ,
და მეორე დღეს იღვიძებ ზიზღით და გამოდიხარ სახლიდან.
ეგ არაფერი,
ყველა მათგანი ვინც გაგაბრაზა ჰომოფობია, ქსენოფობია,
ვანდალისტი და შოვინისტია,
უბრალოდ შენგან განსხვავებით მიხვდნენ,
თუ როგორი უნდა იყოს კარგი ადამიანი
და თამაშობენ კარგი ადამიანების როლს,
და თავებს და ერთმანეთს ატყუებენ
საკუთარი სიზმრებისა და ქვეცნობიერული მრწამსის უარყოფით!
ეგ არაფერი! და უფრო მეტიც,
ეს თამაში შენს თამაშს ბევრად ჯობია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები