ნაწარმოებები



ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2017


სამოცი დღით ადრე.... II

მოსაღამოვდა.სინათლის რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ დღეც აღარ ეთქმის,თუმცა არც ღამეა.აი ის დროა სინათლეც კი ორპირი როა...
მოვა დრო და ჩემს ტკივილის შესახებ ყველას ვეტყვი.
სამი დღეა გზას ვადგავარ და აი ახლახანს მივადექი ერთ ჩამონგრეულ ქოხს,შორიდანვე შევამჩნიე,რომ სახურავზე ხე ამოსულიყო.თითქოს ამ უპატრონო ქოხსაც როგორც ჩემს უპატრონო სულს ქაჯები დაპატრონებოდნენ.
მოვა დრო და ჩემს გრძნობებს ყველა გაიგებს.
სხვა გზა არ მქონდა,ამიტომ ამ სახლში შევედი. ჰა? თუ მეშინოდა? არა,რა თქმა უნდა, არაფერია ღვთის რისხვაზე  საშიში და მას თუ არ ვუფრთხი ამ პატარა ქოხმახმა როგორ უნდა შემაშინოს?!
მოვა დრო და თქვენს ფიქრებს ყველა გაიგებს.
სად მივდივარ? არ ვიცი,ალბათ შორს გულისრევისგან,შორს იმისგან რაც გულს მირევს.რატომ? არ ვიცი ,ალბათ გგონიათ გულის თქმას ვარ აყოლილი.არა! გულს არასოდეს ვუსმენ,ის მბოჭავს,თვალს მიხვევს.აბა წარმოიდგინეთ,ყველაფერზე მეკუმშება.თვალების გახელას მთხოვს როგორ გავახილო როცა სინათლე მჭრის... დავეცი და ადგომას მომიწოდებს.. არადა ვეჩვევი წუმპეს... კარგით რა თავს არ მოვიტყუებ.. ღორს რა უნდა ზეცაში დიახ მივეჯაჭვე ცემს ადგილ..ისე იცოდეთ ურწმუნო ადამიანში ფიქრი ყოველთვის ძლიერია გრძნობაზე.
კი,მალე მოვა ის დრო,როცა თქვენი გრძნობების შესახებ ყველა გაიგებს.
ქოხი შიგნიდან არც ისე მინგრეული აღმოჩნდა.ერთი საწოლი იდგა,რომელზეც ერთი დედაბერი იყო მიმხმარი,ალბათ ორი წლის მკვდარი იქნებოდა.საიდან მივხვდი რომ დედაბერია??რავიცი ზევიდან საქსოვები ეყარა უკვე ნეკნებს შორის ჩაცვენილიყო.ამის გარდა ერთი მაგიდა იდგა და კუთხეში მომცრო ბუხარი.ამ უკანასკნელში ცეცხლი დავანთე,არ ციოდა მაგრამ არაფერი სჯობს შეშის წვის ხმას,მის ტკაცუნს,თითქოს ფიქრს სიმძაფრეს მატებს,გრძნობებს ფერებს აძლევს,ფერებს კი გემოს...აი ახლავ ცისფრად და ლიმონის გემოზე ვგრძნობ ,რომ სულ მალე მოვა დრო,როცა ყველას ფიქრებს , ტკივილებსა და გრძნობებს,ყველა გაიგებს.
ამასობაში ჩამძინებია.როცა გამომეღვიძა ქოხს ცეცხლი ეკიდა,ალბათ ბუხრიდან გადმოვარდა ნაკვერჩხალი.უკვე სული მეხუთებოდა,ვეღარ ვძლებდი,მე მოვკვდი.არადა მხოლოდ სამოცი დღეღა იყო დარჩენილი მანამდე სანამ ყველაფერს ფარდა აეხდებოდა და მეც სამოცი დღე დამჩირდა ლოდინი,რომ ეს მონათხრობი დამესრულებინა.
დამიჯერეთ!დამიჯერეთ დრო მოვიდა,უკვე მვიდა და მუდამ მოსულიც იყო.ნუ დავაჩქარებთ მას!!!
ლიცეუმში 21.05.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები