ნაწარმოებები



ავტორი: თემური მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2017


დავაგვიანე

ნეტავ რას ფიქრობს დეკემბრის ღამე,
როცა სიცივე უსერავს ვენებს.
ან შენ რას ფიქრობ? თუ ითვლი წამებს?
უჩემობა რომ გადაამეტებს...

როგორ დანებდი ლოდინს შენ ამდენს,
თუმცა ვინ იცის, იქნებ ინანებ
მე ვაგვიანბ მოსვლას შენამდე,
როგოც ტაძარში დავაგვიანე.

ვარ წუთისოფლის უღმერთო მგზავრი,
თოვლი ასხია ახლა ნაძვებსაც.
სოფლის შარაგზა შინისკენ მგზავნის,
ვიდრე მთის წვერზე მთვარე დაწვება.

როგორც ყოველთვის დამხვდება დღესაც,
ოთახი, სავსე სიცარიელით
ვარსკვლავებისგან გაძარცვულ ზეცას,
მაგონებს ჭერი თავის იერით.

თეთრია ღამე... და მეც ვფითრდები,
როგორც სიმწვანე დათოვლილ ნაძვთა.
აქ ყოველ ღამეს ამტვრევს ფიქრები
პატარა ბავშვის ტირილის ნაცვლად.

დავაგვიანე მოსვლა შენამდე,
როგორც ტაძარში დავაგვიანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები