ნაწარმოებები



ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
6 დეკემბერი, 2017


რაც მოგვივა, ყველა ჩვენითა (ჩვენითავითა)

რაც მოგივა დავითაო, ყველა შენითაო ( თავითაო)

ბოლო ათწლეულებია, ქართველი ერი იმ ადამიანივით იქცევა, მხოლოდ არსებობისთვის რომ იღწვის და მხოლოდ 3 რამეზე დარდობს: ჭამა-სმა, თავშესაფარი და საბურავი.
ყველაფერმა დაკარგა თავისი სახე და მხოლოდ მდინარის დინებას გაყოლილი ორაგულის ლიფსიტებივით მივდევთ ცხოვრებას, საითაც გაგვაქანებს , იქითკენ მივექანებით, ამავე დროს ერთმანეთს ჩასაფრებული ბაკილფერდოებივით, საკმარისია რომელიმეს ფეხი გადაუბრუნდეს, მომაკვდავცხოველზე დაგეშილი ტურებივით მივესევით და ვგლეჯთ უმოწყალოდ, თითქოს ამის მეტი სხვა სასიკეთო და სასარგებლო საქმე არ გვქონდეს.
ვყრივართ სანაპიროებზე ზღვის ლომებივით, რომელთაც სულაც არი იციან ლომები რომ დააერქვას ერთ დროს და სულაც არ გვაღელვებს, სადღაც მონადირე ჩვენს მოძმეებს რომ ხოცავს, სანამ ჩვენს კარზე არ მოაკაკუნებს უბედურება, ძარღვიც კი არ გვიტოკდება. და იცით, ამ ყოფით მხოლოდ ჩვენს თავს კი არა, ჩვენს მოდგმასაც ვანადგურებთ!
საუბედურო ამბები დატრიალდა ამ ბოლო ხანებში საქართველოში:
1. მოზარდი გოგო-ბიჭები თვითმკვლელებად იქცნენ: თავს იკლავენ ნელ-ნელა ან მყისიერად (ხტებიან მაღალი სართულებიდან, ადრეული ასაკიდან სინჯავენ ალკოჰოლსა და ნიკოტინს, მარიხუანასა და წამალს);
2. უგუნური და უვიცი მძღოლები დააგრიალებენ ავტომობილებს და გვჟლეტენ;
3. სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს ფეხებზე ჰკიდიათ უსაფრთხოების ნორმები: უპრაგუნოდ აშენებენ მაღალსართულიან სახლებს, იქაც კი სადაც არც ამის ადგილია და არც რეკომენდირებულია ამხელა შენობები, არაა დაცული უსაფრთხოების ზომებბი და არც საკმარისი განათლებაა იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანნმა თავი ევაკუაციისას;
4. უძირო აგრესია სუფევს ერში: ახალგაზრდები უმოწყალოდ ცემენ და კლავენ ერთმანეთს, ვისაც არ კლავენ ისინი თავს იკლავენ ან მომავალში პოტენციურ მკვლელებად გვევლინებიან;
5. მშობლებს არ ცალიათ შვილებისთვის. მშობლების დიდი რაოდენობა 2 ტიპად შეიძლება დავყოთ : ისინი, ვისაც ბევრი ფული აქვთ და კერძო სკოლებში საღამოს საათამდე (გვიანობამდე) ყავთ შვილები და მშვიდად არიან და ისინი, ვისაც ლუკმა პურისათვის გვიანობამდე მუშაობენ და არ ცალიათ შვილებისთვის;
6. სახელმწიფოში გონიერი და საქმის მკეთებელი ადამიანების დიდი დეფიციტია: 3,5 მილიონიანი ქვეყნისთვის ამხელა პარლამენტი , ერთი მერისთვის ამდენი მრჩეველი, ამდენი მდივანი და მოადგილე, ვფიქრობ დაცინვაა;
7. უპრაგუნოდ იხარჯება ჩვენი სისხლითა და ხორცით ნაშოვნი ფული: არგაკეთებულ საქმეში აღებულ პრემიებში, არჩატერებულტენდერ მოგებული ფირმებში ორმაგ და სამმაგად გადახდილ ხარჯებში და ა.შ.
8. დანგრეული და ჯერ ვერ აშენებული განათლების სისტემა უტოპიურ იდეოლოგიის ჩიხშია მომწყვდეული: უვარგისი სახელმძღვანელოებით, უპასუხისმგებლო პედაგოგებით და სახელმწიფოს საკმაოდ დისკრიმინაციული მიდგომებით (ამოწმებენ კერძო სკოლებს და საკუთარ კუდს კი არავინ იჭრის და საჯარო სკოლების მონიტორინგი ჯერაც არ მომხდარა).
9. განვითარების დეგრადირება: თუ წინა მთავრობამ მიაღწია კორუფციის შემცირებას, იმას რომ ღამე ქუჩაში გამოსვლა აღარ გვეშინოდა, მანქანას აღარ ვკეტავდით და ქურდობები თითქმის ნულამდე დავიდა, ახლა თითქმის ყოველდღე ტყდება სახლი, ღამე გარეთ გასვლა საშიში გახდა და როდის რას გადაგიწვავენ, მუდმივი შიშის რეჟიმში უნდა იყო.
10. ჩვენი ახლანდელი ტერიტორიები მცირდება დღითი-დღე, ჩვენს საგარეო პილიტიკის ეფექტურობასთან ერთად.
11. პატივაყრილი და შერცხვენილი ეკლესიისმსახურები და საპატრიარქო: ისე შეირცხვინეს თავი მათ თავისი ქმედებებით, პრეისკურანტებით, რომელიც თითქმის ყველა ეკლესიაშია, ბაზრობად ქცეული ტაძრებით, მრევლისთვის უნამუსო ბრძოლებით, შეჭმული თანხებით, ძალითმამაოებითა და მოძველბიჭომამაოებით, რომელთა ჯიბეებს კარგად თუ მოჩხრიკავ მარიხუანა და კოკაინსაც აღმოუჩენ, რომ მათ სიტყვასაც დაეკარგა ძალა და წონა.
12. ეკონომიკის ფაქტიური არარსებობა: რა იქმნება საქართველოში? ჩურჩელისა და ღვინის გარდა?
13. ჯიბეების გასქელებაზე მომჯდარი მოხელეები: თუ ვინმემ კარგი ადგილი დაითრია, იმას ფიქრობს რა „ლევი“ გზებით იშოვოს ფული, მაქსიმალურად სწრაფად, მოკლე დროში და ადვილად, უნამუსოდ და უსინდისოდ!
კიდევ იმდენი პუნქტია სამწუხაროდ!
რაშია საქმე? რატომ ხდება ქვეყანაში ამდაგვარი უბედურებები და რატომაა ჩვენი მთავრობა, ეკლესია და ხალხი უძლური, ჩასვრილი და შერცხვენილი (თუმც ამას არ აღიარებენ)
იცით რატომ? იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანშია პრობლემა! თითოეულ ჩვენგანშია საქმე! თითო ადამიანი, რომ ზრუნავდეს საკუთარი საქმის პატიოსნად შესრულებაზე, მოვალეობების პირნათლად შესრულებაზე, მოქალაქეობრივი ვალის პირნათლად მოხდაზე, კანონის უზენაესობას აღიარებდეს და ამ კანონის მორჩილი და პატივისმცემელი იყოს, ვფიქრობ ერსაც და ბერსაც ეშველებოდა.
ჩვენმა ერმა ვერ გაიგო, რომ მაკდონალდსმაც კი ადაფტირებული ქსელი გააკეთა თითოეულ ქვეყანაში, მაგ. ინდოეთში, სამზარეულოც კი გაჰყო ვეგეტარიანელებისა და არავეგეტარიანელებისათვის. ჩვენ კი ჰოლანდიაში თუ ფინეთში არსებული განათლების სისტემის დანერგვა მოგვინდა აქ! საგადასახადოში უცხოური მოდელები შემოგვაქვს. ხომ არ სჯობდა გადაგვეხედა ყველა სისტემისთვის და ჩვენი, უნივერსალური მოგვეფიქრებინა?! ახლა კიდე ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ნელ-ნელა, ჩუმ-ჩუმად გადასახადებს უზრდიან ხალხს! (საპენსიო ფონდი ერთ-ერთი მაგალითი). ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა არ არსებობს, დამატებითი ღირებულების გადასახადის მოხსნაზე არავინ ფიქრობს, სამაგიეროდ საპატრიარქოს მოუხსნეს საშემოსავლო (რა ღვაწლისთვის და რა მიზნით ვერ გავიგე). ღვინის ფესტივალზე დედაოები თაფლსა და ჯემებს ყიდდნენ. გამიხარდა და მივედი საყიდლად: 100 გრამიან ჯემში 8 ლარი გადავიხადე და მერე ვბრაზობდი ჩემს თავზე ! იმ მიზნით რომ საკუთარი სახელით ისპეკულირონ?! არა გენაცვალე.  ხო, იტყვით კრიტიკა ადვილიაო, მაგრამ მე ჩემი ხედვაც მაქვს და ეს სტატია მხოლოდ კრიტიკა -პუბლიცისტიკისთვის კი არ დავწერე, რეალური გზების გასაზიარებლად ვწერ, რადგან თუნდაც ამ საიტზე, ბევრმა შეიძლება არ, ან ვერ წაიკითხოს და თუ წაიკითხავს ვერ ან არ გაიგოს, მაგრამ თუ ვინმე ღვთისნიერი მოხდება და წაიკითხავს, იქნებ რამედ ღირდეს ამის დაწერა და გამოქვეყნება, რადგან იმედს არ ვკარგავ რომ რამე გვეშველება.
რა უნდა გავაკეთოთ
1. ეკონომიკის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი და სტარტერები უნდა დავაფინანსოთ, შევუმციროთ გადასახადები და მოვხსნათ დღგ.
2. მივხედოთ უმაღლეს განათლებას, განათლებას რომელიც ამ სიტყვის ამსახველი სულაც არაა: უმაღლესებიდან განათლებული კი არა, დაბნელებულებუ უფრო გამოდიან, რადგან ნამდვილი რეალური პროფესიის მიმცემი ფაკულტეტები ძალიან ცოტაა;
3. წავახალისოთ პედაგოგის პროფესია, რათა ბევრი ახალგაზრდა დაეუფლოს და იზრუნოს მომავალი თაობების განვითარებაზე. გავზარდოთ ამ პროფესიის პრესტიჟი,  ოღონდ ყველასთვის და არა მარტო საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც გაკვეტილის ჩატარების გარდა ყველაფერს აკეთებენ სკოლაში ( გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) და რომელთაც არავინ აკონტროლებს, მათ შორის არც დირექტორი და რომლებიც საჯარო სკოლებში მხოლოდ იმიტომ მომჯდარან თბილად, რომ აბიტურიენტები იშოვონ და რეპეტიტორობით გაისქელონ ჯიბე. ასეთ პედაგოგს ან რატომ უნდა მოუმატოს სახელმწიფომ ხელფასი და ან რატომ უნდა დაატრეინინგოს უფასოდ? მაშინ როცა კერძო სკოლებმა გადაარჩინა განათლების სისტემა , რადგან მაშინ როცა სკოლებში სრულად ცდებოდა გაკვეტილები (90-იანებს ვგულისხმობ), კერძო სკოლები სწორედ რომ მუშაობდნენ დაუღალავად და ბევრი მათგანი მიზერული გადასახადების ფონზე, თაობებს ზრდიდა და აძლევდა განათლებას, ბევრმა ასეთმა სკოლამ მოსწავლეები ქუჩას და უსაქმურობის სავალალო შედეგებს გადაარჩინა. ახლა კი სახელმწიფო განზრახ, შეგნებულად ახვედრებს კერძო სკოლას , მის მოსწავლეებსა და პედაგოგებს დისკრიმინაციაში: კერძო სკოლის მოსწავლეებს არც სახელმძღვანელოებს ურიგებს, არც კომპიუტერებს და პედაგოგებსაც ახარისხებსდ: კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგებად, მაშინ როცა კერძო სკოლა არის ბიზნესი, რომელსაც სახელმწიფოში შეაქვს ფული, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და რომლის მოსწავლეთა მშობლები იხდიან გადასახადებს, ისევე, როგროც სხვები;
4. მოხდეს ლტოლვილთა მკაცრი კონტროლი და ფსევდო ლტოლვილების იდენტიფიცირება, ისევე როგორც ფსევდოუმუშევრების იდენტიფიცირება. ბევრი მართლა გაჭირვებული ოჯახი ვიცი, რომელსაც სოციალურ დახმარებებას მხოლოდ იმიტომ არ აძლევენ რომ ტელევიზორი ან მაცივარი აქვთ სახლში. ზოგი კი, ოფიციალურ სამსახურში მხოლოდ იმიტომ არ იწყებს მუშაოაბს, რომ სოციალური არ დაკარგოს და საზოგადოების წურბელად არის ქცეული!
5. მოეხსნას საპატრიარქოს ყოველწლიური დაფინანსება და შეღავათები, რადგან მან თავისი რეალური ფუნქცია დაკარგა!
6. გაკონტროლდეს უპრაგუნო მშენებლობები და მათ მიერ უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად იქნას მოთხოვნილი. უადგილო, დამამახინჯებელ და საშიშ შენობებს გაუკეთდეს დემონტაჟი და ახალი შენობების ნაცვლად სკვერები და ტყეპარკები გაშენდეს;
7. მკაცრად გაკონტროლდეს ავტომანქანების გამართულობა, მატი უმრავლესობა მოსიარულე მკვლელი მანქანებია, თავისი გამონაბოლქვითა და გაუმართაობით;
8. ყველამ, ვინც 2016 წლამდე აიღო მართვის მოწმობა, უფასოდ გადააბაროს გამოცდები (უფასოდ) და ახლიდან აიღოს მოწმობა, რომელსაც ფსიქიატრიულის და ჯანმრთელობის ცნობას დაურთავს;
9. გაიმართოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა წახალისდეს ხალხი, რათა მანქანებით არ იარონ;
10. დაიწეროს ახალი სახელმძღვანელოები, გადაიხედოს სასკოლო სტანდარტები, რეალურად ბევრი რამ რაც სკოლაში თუნდაც ისტორიაში ისწავლება, ამ ბავშვებს ამ დონეზე სულაც არ სჭირდება. ისტორიკოსები მესამე კურსზე რომ გადიოდნენ, იმას გადიან საშუალო საფეხურზე მოსწავლეები;
11. უმაღლეს სასწავლებლებში ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარედ შეიქმნას ფაკულტეტები, და არა ახლობელ-ნაცნობების როგორმე დასაქმების მიზნად.
12. პარლამენტში არსებულის მესამედი დარჩეს, რომელთაც გაუორმაგდება ხელფასი და რომელთაც მოეთხოვებათ დასწრება და საქმის კეთება!
13. შემცირდეს ძალით გაბერილი კადრი სახელმწიფო სტრუქტურებში;
14. გაიზარდოს პატრულის რაოდენობა და ქუჩებში აღდგეს უბნის ინსპექტორის ფუნქცია, როლი და მოსიარულე პატრული დაემატოს ქუჩებს.
15. სკოლებს მოეთხოვოს აღმზრდელობითი ფუნქციის შესრულება, მოსწავლეთა მკაცრი აღრიცხვა და კონტროლი, რათა ასე თვითნებურად არ აცდენდნენ მოსწავლეები გაკვეთილებს;
16. მოიხსნას 50% -იანი დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში და ამის ხარჯზე პროფ სასწავლებლები აშენდეს. ასევე უნდა მოიხსნას მეთორმეტე კლასი, რადგან ამ კლასსი რეალურად არცარაფერს სწავლობენ ბავშვები, მხოლოდ უმაღლესისთვის ემზადებიან;
17. მეცხრე კლასიდან მეათე კლასში გადამსვლელი გამოცდები გამკაცრდეს, რათა იმ მოსწავლეების ვაუჩერის ხარჯზე, რომლებიც არ თუ ვერ სწავლობენ, მრავალფეროვანი პროფსასწავლებლები გაიხსნას, სადაც ისწავლიან და დასაქმდებიან ბავშვები და მშპ-ს შექმნიან .
კიდევ ბევრი, ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მთავარი კი ისაა, რომ ყველამ საკუთარ გულებში და თავებში უნდა ჩავიხედოთ და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: დღეს ჩემს მამულს რითი ვარგე? ვასრულებ კი მე ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას პირნათლად? უდროოდ და უადგილოდ შეგროვილ ახლაგაზრდებს რომ ჩავუვლი, ვფიქრობ კი იმაზე თუ რას აკეტებენ ისინი? არ ვარ გულგრილი სხვების ჭირისა და ლხინისადმი? ვარ თუ არა სრულუფლებიანი და შეგნებული მოქალაქე? ამ კითხვებზე პასუხიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ რაცა გვჭირს ჩვენი ბრალია თუ არა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები