ნაწარმოებები



ავტორი: ფრიდონი1
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2017


თბილი სიტყვები

გათენდა დილა და გავიღვიძე... გაგიკვირდათ ალბათ... საწოლის გვერდით ჩემი მობილური ტელეფონი მოსძებნე ბრმად,ხელის ფათურით.. გავხსენი ჩემი ,,მობაილ ბანკის აპლიკაცია''...  დაწითლებულ თვალებში თავაზიანი წარწერა მომეგება.. დილა მშვიდობისა თამაზი თქვენი ბალანსია 0 ლარი 0 თეთრი... რა ვქნათ ასეც ხდება ხოლმე... რის ვაი ვაგლახით წამოვწიე ჯდომისგან დაბრტყელებული უკანალი... ჩაი მოვიმზადე და ტელევიზორი ჩავრთე... შენ გაიხარე ...ცაგარელი  გამეჩითა... მაგრა ვღადაობ ხოლმე ჰოროსკოპზე.. ყველაფერი სისულელე ხომ სასაცილოა...: მოგესალმებით კუროებო მე მიშა ცაგარელი ვარ წარმატებულ დღეს გისურვებთ და იღბალს თუმცა ჩემი დალოცვა რად გინდათ დღეს ხომ იუპიტერი თავისი ქვისლის ეტლში შევიდა და ისედაც იღბლიანი დღე გელოდებათ.... ვაახ მეეე... ამოვიოხრე.. ჩაის ბოლო ყლუპიც დავლიე და გარეთ გავედი.... მზე იყო მაგრამ არ ცხელოდა... მაისის პონტში... ცოტა არ იყოს თავი მტკიოდა...უნივერსიტეტში  მანქანით წავედი ... გზად აფთიაქთან გავაჩერე და შევედი.
-მოგესალმებით ბატონო,- მითხრა კონსულტანტმა- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ცოტა არ იყოს თავი მტკივა,მგონი მეშველა რაღაც მქონია შიგ რაც შეიძლება ამტკივდეს.. ვუთხარი და გავიღიმე...
- ბატონო - მითხრა უემოციოთ- ანალგინს გირჩევთ...
-ეეჰ -ამოვიოხრე - კაი კაი მომეცით...
- ინებეთ,გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს...
- გაიხარე - თავის გაქნევით ვუთხარი....
    გზა განვაგრძე და ვნახე რომ საწვავი თავდებოდა... გასამართში შევედი... ჩამისხა ფანჯარაში თავი შემოყო და მითხრა ,,ზაპრავშიკმა"... მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ ბატონოვო...  მეც გადავუხადე მადლობა და გავიფიქრე მგონი მადლობებით დღეს ღარიბაშვილს მოვუჯოკრი თქო.... საფულეში ჩავიხედე და ხუთი ლარიღა დამრჩენოდა...
  რადიო ჩავრთე იქნება რამე იყოს კარგი თქო.. თორემ სულ მთლად გამოვიფიტე რაღაც მინდოდა... რაც ამივსებდა სულს.... რადიო დარდიმანდის ექსკლუზივებით თავის გახეთქვის შემდეგ გამოვრთე.. და განვაგრძე გზა.. 
  -ისე - ვფიქრობ- ხუთი ლარი არ გამამდიდრებს და უამისოდ გავძლებ... თან დღეს იმდენმა დამლოცა - ირონია შევურიე საკუთარ თავთან საუბარში- იქნება რამე მოვიგო... მართლაც შევედი სლოტ კლუბში და შუა იანვარში სამი მარწყვის მოლოდინში მივუჯექი აპარატს....
  გთხოვთ შეიყვანოთ თანხა... ანგარიშზე ჩაირიცხა 5 ლარი... გისურვებთ მოგებას.... ისე იმედი კი მქონდა მარა სამ წუთში გამოვედი.... ფული აღარ მაწუხებდა... აღარ მქონდა... დავიღალე.. დილიდან ასე.. დავიცალე... სიცარიელით დავიღალე... 
  როგორც იქნა მივედი უნივერსიტეტში. კარებში ჩემი ბავშვობის , ტრუსიკის ძმაკაცი მელოდა ..  შორიდან გესლიანი დამცინავი ღიმილი მომაგება..
  -სადახარ შეჩემა აქამდე ხო არ მოკვდი....?? მეთქი აბარცალდი და მეშველა თქო... ეჰჰ რას ვიზამთ წამო წამო....
არაფერი მითქვამს.. ხელი გადამხვია და გავუყევით დერეფანს...
 


  ავივსე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები