ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2017


***

და...და მე დღეს...ორიოდე სიტყვით მინდა, სიყვარულსა და მის ბავშვურ ბუნებაზე საუბრით გამოვაფხიზლო ჩემი კალამი!
ჩვენ, ადამიანები, განვლილ სატრფიალო ურთიერთობებისაგან  დაღლილები და იმედგაცრუებულები, იმდენად ვიქცევით გამჭვირვალე, უსულო სხეულებად, ნამდვილ სიყვარულთან შესახვედრად ძალა და ემოცია აღარ გვყოფნის, ასე დაცლილი, ჩამქრალი მზერით მაცქერალნი ნელ-ნელა "უხერხულ მდგომარეობაში" ვაგდებთ უვიზიტო სტუმარს და მერე გვიკვირს სად და რატომ გაქრა სინათლე?..
ემოციის ნაკლებობა ანადგურებს სიყვარულს, ისევე ჭირდება მას სითბო და ალერსი, როგორც  უსიტყვოდ მოტიკტიკე ჩვილ ბავშვს მსმენელი.
გამოვიცნოთ, შემოვუშვათ და  შევიყვაროთ დროული სიყვარული.
ვასწავლოთ დედამიწას ცეკვა და სამყაროც ჩვენს ჭკუაზე იტრიალებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები