ნაწარმოებები



ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2017


დ-ის

დეკემბრის მზეა, მზედყოფილი, სწორად რომ ითქვას,
ახლა ის, რაც ჩვენ საერთო გვაქვს, ანუ ჯერ კიდევ
არ წაუღია ნაწილ ნაწილ ცხოვრების ტიხარს
სხვადასხვა მხარეს. მენატრები. გიხსენებ. გიძლებ!

ამ აგონიას, ნაუცბათევს, არაქრონიკულს,
მოაქვს ნოემბრის ქარებივით ცივი მემორი.
მოდი, როგორღაც ვისარგებლოთ ანაქრონიზმით
და მკვდარ ძეგლებთან ისევ დარჩეთ მარტო ჩვენ ორი,
ოღონდ ფიქრებით, რა თქმა უნდა, ან მხოლოდ ჩემით,
შენ ახლა სხვა ხარ, თუმცა ვხვდები, სხვა იყავ ადრეც.
მე ჩაძირული ხომალდი ვარ, სალპობად შევრჩი
დასახიჩრებულ მოგონების მშვიდ ოკეანეს
და შენს ფიქრებში შემოპარულ ახალ დონ კიხოტს,
ვებრძვი ჯოისით... ქიმიაა.. აზრი აზრებზე...
მარტოობაა, კონიაკი, ვისკი, მოჰიტო
და ნარკოტიკი და სიცოცხლე ვიწრო ხაზებზე
(ხელისგულების) შერჩენილი და ისევ ძველი
ტაქტიკა დამრჩა ბრძოლის ველზე მარტო დარჩენილს,
რომ სიჩუმეში მოვიპოვო ნანატრი შვება...
დეკემბრის მზეა... მზედ ყოფილი... ფიქრის ნამქერი...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები