ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2017


წიგნის ქურდი

                              წიგნის ქურდი
        ბავშობაში ყოველთვის ვამბობდი,ერთადერთი რასაც მოვიპარავ წიგნია-მეთქი.გავიზარდე და ამიხდა კიდეც.იფიქრებთ,ამას რა დიდი ნიჭი უნდაო მაგრამ,რაღაც ხომ მაინც სჭირდება.აი,მაგალითად ეონომიკურად არასახარბიელო მდგომარეობა,სიღარიბე.თუმცა ამ მდგომარეობასთან საკუთარი მიდგომა მაქვს.
დილით როცა დგები,გინდა მოიდუღო ყავა მაგრამ მხოლოდ ორი ნამცეცი გაქვს დარჩენილი.შემდეგ ამ ორ ნამცეცს პრდაპირ ჭამ,(მთლად მშრალზე ხომ ვერ იქნები)  გინდება სიგარეტი,რომელიც არ გაქვს და ხვდები რომ ის ორი ნამცეცი ტყუილად გადასანსლე.ყოფილიყო,რას ერჩოდი?!
        ვუბრუნდები ჩემს ჩვეულ მდგომარეობას.დავდივარ ოთახში და ბოლთას ვცემ.ვჯდები სკამზე და უკვე ასჯერ წაკითხულს ასმეერთეჯერ ჩავკირკიტებ.ასეთ დროს კი,საინტერესო,მოგეხსენებათ მუდამ ახლის დანახვაა.პოეტობაც,მწერლობაც ესაა,უმნიშვნელო რამის გასისხლხორცება.მოკლედ,დიაგნოზი,რომლისგან განკურნება ტყუილი ამბავია.
        წარმოიდგინეთ ადამიანის მდგომარეობა,რომელიც დადის ქუჩებში,იყურება ვიტრინებისკენ,ტკბილად ესალმება ბუკინისტებს,მაგრამ ეს არის და ეს. ყველაზე დიდი ნარკოტიკი წიგნია,რომელზეც დამოკიდებულება არ კლავს.ამას არ გავაგრძელებ,რადგან ფილოსოფიურ ჭრილში არ ამოვყოთ თავი.
        გავაგრძელებ მეორე წინადადებას,თუ როგორ ამიხდა ბავშვობაში ნათქვამი.შეიძლება ამას წინასწარ ვხედავდი კიდეც.
        ქუთაისის ერთ-ერთი ქუჩა,რომელიც სავსეა ყოველდღე დანაყრებული მამაკაცებით,ხელაკანკალებული მოხუცებით,რომლებიც ხელგაწვდილნი სხედან ტროტუარზე,ბავშვები დედების მოლოდინში და უამრავი მსგავსი რამ,გამორჩეული არის წიგნების მაღაზიითა და ბუკინისტებით.არ ვიცი,აკვირდებით თუ არა,მაგრამ მსგავს ადგილას არასდროს არ არის რიგი,არ გიწევთ მოცდა და ფეხზეც არც არავინ დაგაბიჯებთ.არა და რა სასიამოვნო იქნებოდა ეს დაბიჯება?!არავინ შემოგძახებდათ,"წინ გაიხედე,სად მიდიხარ,რომ მიდიხარ" და ა.შ დგახარ და უყურებ ხალხს,მწყურვალეს,დაცლილს,შემოქმედებით კრიზისში მყოფთ,რომლებინ დგანან და იცდნიან,სანტიმეტრებით იწევენ წინ,უახლოვდებიან იმას,რაც წყურვილს მოუკლავთ,აავსებთ,თავს დაადგამს ამ შემოქმედებით კრიზისს,მაგრამ არა!
          ვინაიდან და რადგანაც,ასეთი ფაქტს ვერ შევესწრებით,მე კი "ლომკა" მაქვს ახალი რამის წაკითხვის,(სხვათა შორის,არის კატეგორია,რომლებიც კითხოლობენ,მაგრამ სახლში აქვთ წიგნი თუ არა,არ ადარდებთ)ვდგები ბუკინისტებისგან შორს,გზის მეორე მხარეს,ვაკვირდები მათ,ვუცდი დაღამებას,ერთი სიტყვით ჩასაფრებული ვარ,როგორც ლომი ირემზე და ვამჩნევ რომ ეს ამოდენა წიგნების გორა, სახლში კი არ მიაქვთ,არამედ იქვე ტოვებენ,აფარებენ კარდონებს,მოდიან მეორე დილით და ასე ყოველდღე.
          ორი საათია.სანთლით რომ დაეძებდე,კაცს ვერ ნახავ.ვდგავარ ზურგჩანთით."რომ არ გამომივიდეს,რომ დამიჭირონ?"ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხსაც იქვე  ვამატებ "რისთვის,წიგნის ქურდობისთვის?"-ბოლოს მეცინება და ტროტუარზე გადავდივარ.ეს ჩემი პირველი ქურდობაა,ქურდობა წიგნებზე.
        რომ მივუახლოვდი სასიამოვნო გარემო დამხვდა.დამავიწყდა უფულობა.ახლა ხელიდან ვერავინ გამომგლეჯს.დავიწყე კარდონების მოცილება,ვიღებ და ვდებ ჩანთაში.ეს პროცესი უნდა გამოსცადოთ,რომ მიხვდეთ რაზეც ვწერ. "ამას რომ ვალაგებ,სიბნელეა და ისეთი არ წავიღო რაც წაკითხული მაქვს"-გამიელვა აზრმა ელვის სისწრაფით,მეც ასეთი სისწრაფით ვმოქმედებდი,ამ აზრამდე,ბოლოს დავიწყე ადგილზე კითხვა,გადახედვა და გარჩევა.მხოლოდ  ასე თუ შევძლებდი იმის მოპარვას,რაც მჭირდებოდა.
            ერთი საათიც არ დამჭირდა,ოცდაერთნი მოვედით სახლში.ერთ წიგნს "ტაიკი ომუ" ერქვა. დანარჩენს ვერ ჩამოვთვლი.
      ადამიანი იწაფება იმაში რასაც აკეთებს,არ აქვს მნიშვნელობა რას:ხატავს,წერს,აშენებს,თლის თუ ასე შემდეგ,დაუსრულებლად,მეც ამ პირველი ქურდობის შემდეგ,გავთამამდი.ადრე თუ ბუკინისტებთან,ღამით დავდიოდი,ახლა წიგნის მაღაზიებს მივაშურე პირდაპირ.აი,დღეს,ამ წვიმიან ამინდში,მოვიცვი პალტო და "ბიბლუსს"მივაშურე.თავი არწივი მეგონა,რომ გადაიხვეწება ხოლმე საკვების მოსატანად,დაახლოებით ისე.
          ერთადერთი ხელს რაც მიშლის რიგია,რაც არ არის.არა და ასეთ დროს გჭირდება გამყიდველის ყურადღების გაფანტვა.ვდგავარ,თავზე მაწერია "ლიტერატურა" გვერდით პროზა და საერთოდ, ეს თანრიგი  მოგეხსენებათ.
ვათვალიერებ,ვეძებ იმას რაც არ წამიკითხავს.ამასობაში რელიგიის განყოფილებასთან ავღმოჩდნი,"ოჰ,ღერთმა მაპატიოს"-ვთქვი და გავშორდი.ეს მე,თორემ, არამგონია ღმერთს ეს სწყინდეს ან ბრაზდებოდეს.
        აი,მხარშიც კი მიდგას.შემოდის ახლაგაზრდა კაცი,რომელიც გეგონებოდათ გზას აცდა,დადის წინ და უკან,ვერაფერს რომ ვერ მიაგნო გაჩერდა და გამყიდველს ეუბნება.
-ისეთი წიგნი მინდა,ჩემს მეგობარს რომ არ აქვს წაკითხული.
გოგონა იბნევა
-როგორ ბატონო?
-ყველაფერი წაკითხული აქვს.დღეს დაბადების დღე აქვს და მინდა წიგნი ვაჩუქო.მივუტანე ერთი და ეს წიგნი შარშან წავიკითხეო,ეს იმის წინო და ასე.
-მითხარით რაიმე თქვენს მეგობარზე,მაგალითად პროფესია.
-მშენებელია.
-კაცი ყოფილა,-ჩაილაპარაკა გამყიდველმა,ჩაიმუხლა და საქმეს შეუდგა.
        მე კი დამავიწყდა რომ აქ წიგნის მოსაპარად შემოვედი და არა ვიღაც მშენებლის ისტორიის მოსასმენად.კარგ მომენტს ხელიდან როგორ გავუშვებდი.ხელის აუკანკალებლად ავიღე ორი,ას ორმოცდაათ გვერდიანი წიგნი,ვატრიალებ და მგონია ავტორიც გრძნობს ამას.ავტორის არ ვიცი,მაგრამ ერთი გამყიდველი რაღაცას გრძნობდა,თვალი არ მომაცილა და წამის იმ მეასედში, თავისი მრგვალი ტანით, მარცხნივ რომ შეტრიალდა,წიგნებს  პალტოში ვუკარი თავი.გამოსვლა დავაპირე,გადავდგი ნაბიჯი და არა,იქიდან ერთი მეხვეწება "აქ არ დამტოვო," -მეორე თვალებში შემომციცინებს და არაფერს ამბობს,მესამეც თვით პალტოში მექაჩება,მაგრამ ეს ხომ მეტისმეტი იქნებოდა.

    რამდენი წიგნია და რამდენი ცარიელი თავი,რომ ატრიალებენ მარცხნივ და მარჯვნივ.

მე წიგნების მოპარვას გადავეჩვევი,მაგრამ იმას რა ეშველება,ხალხი წიგნების მაღაზიას ისე უვლის გევრდს,დაკეტილია თუ ღია არც აინტერესებს.

შენ კი,თუ გწყურია,თუ გაქვს შემოქმდებითი კრიზისი,თუ კი დაიცალე და უბრალოდ,თუ ფული არ გაქვს,რომ წიგნი იყიდო და წაიკითხო,გადაიკითხე ეს ხელმეორედ,მესამედ.
ამაზე ვერ დაგვიჭერენ და თუ დაგვიჭერეს,წიგნები იტყვიან ჩვენს მაგივრად.
     
                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები