ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2017


მისამართი: ელისეისთან ახლოს.

*****
თქვენ რა გგონიათ,
მე შეშლილმა,მისის,პორტიე,
არ მოგაწოდეთ ცხრა ზღვას იქით
ერთი ბარათი?
მაგრამ ის მტრედი მარსელში რომ
გრძელი პორტია,
სადღაც სადენს და სადენს შორის
დღესაც ანათებს.

თქვენ მექანიკურ ღამეებს
ხართ გადაჩვეული,
აქ კი ფეთქდება ღამღამობით
ყველა ატომი,
დღეს ბათუმია პატომი და
რაც არ მჩვევია,
ახლა ყველაზე მეტად მინდა ისიც
დავტოვო.

და ჩამოვიდე მონპელიეს იმ
თეთრ ქუჩაზე,
სადაც გადავჩხრეკ ვარაუდით
ვესტიბიულებს,
სადაც თქვენ ზიხართ და ზამთარი
გითრთით ტუჩებზე,
და ელოდებით თქვენი გულის
წამღებ ფიურერს.

მე დამელოდეთ,დამელოდეთ,
მისის,პორტიე...
რათა მოგართვათ ამ ღრუბლებით
ზეცა ნაქსოვი,
არც დავიწყება არ ყოფილა
ჩემთვის მოტივი,
როცა თქვენ უკვე აშკარაა
სულ არ გახსოვართ.

თქვენ ეგებებით მაგ მოტელში
ჭრელ-ჭრელ სურათებს,
როცა ცხოვრება პოლ ვანგერის ერთი ტილოა,
იცით ამ თოვლმაც ციგასავით
დამაცურა და,
ზამთრის ლანგრებით მომაგება ბოღმა,ტიელი.

ამ წერილს ვგზავნი  იმ იმედით
რომ ნახავთ ოდეს,
დანიშნულებაც ამ ნაწერის ზუსტად იგია,
რომ ადვილია ყველას გარდა იმის გესმოდეს,
ვისი ნაზი ხმაც არასოდეს არ გაგიგია.
P.S  Si vous êtes un poète...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები