ნაწარმოებები



ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2017


ელდეგიო

გიოს ცხოვრებას ალბათ ყველა პატარა შენატროდა. მისი სურვილები საახლწლო ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ ფურცლებს ჰგავდა, აი ისეთს თოვლის ბაბუა რომ ჩამოუქროლებს და ყველას ერთად აუსრულებს.მშობლებზე რომ გეკითხათ ,გეტყოდათ მამა ექიმია დედა კი მოგზაურიო. პატარა გიოს პატარა ოცნებები წლებთან ერთად იზრდებოდა და თანდათან ხვდებოდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა რაღაც ყოველთვის აკლდა . თუმცა რა კი ვერ გაეგო! დედას ყოველთვის მოუთმენლად ელოდებოდა, ტელევიზორის წინ დაჯდებოდა და ტაშით შემოსძახებდა - ჩემი დედიკო, როგორი ლამაზია, ნეტა ჩემთან იყოსო ..... გურამიც სიამაყით  მიუჯდებოდა შვილს , ხელში აიყვანდა და ეტყოდა - მალე დედიკოც ჩამოვა და უამრავ საჩუქარს ჩამოგიტანსო....საჩუქრებიც არ აყოვნებდა, თვეში ერთხელ  დიდი ჩანთა ყოველთვის გიოსთვის იყო და რას არ იპოვნიდით მის ჩანთაში, თანამედროვე კომპიუტერებს, სათამაშო ნავიგაციებს,ახალ იაპონურ ინოვაციებს ..... აი , ისეთს ჯერ მხოლოდ გიოს რომ ექნებოდა ბაღში.  მართა შვილს ათას რამეს ყიდულობდა, ოღონდ კი რამე ენატრა....
    მართა მაშინ პატარა იყო, სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ბანკეტზე მომხდარმა ავარიამ დააკავშირა ის და გურამი ერთმანეთს. ქერა თმებმა და ღია მოციმციფე თაფლისფერმა თვალებმა ვერც გურამი დატოვა გულგრილი და ცნობილი ქირურგი მალე დაოჯახდა. მართა სწავლას აგრძელებდბა, გურამი კი ცდილობდა მისგან წარმატებული ქალი შეექმნა. კი სწორედ რომ უნდა შეექმნა . გურამმა კარგად იცოდა, რომ მართას სიხარულს მხოლოდ შვილი და ოჯახი ვერ შეუვსებდა , ამიტომაც გიოს დაბადებიდანვე მიუჩინეს ძიძა , და გურამმაც ცოლს გზა გაუხსნა მსოფლიოსკენ. მართა წარმატებული დელეგატი აღმოჩნდა . მუდმივად შორს მყოფი დედა შვილს მხოლოდ საღამოს თუ დაეკონტაქტებოდა. ხანდახან გიოს დედის მოლოდინში სკამზე ჩამოეძინებოდა,თუმცა საკმარისი იყო მისი ხმა გაეგონა ,რომ წამოხდებოდა ,ტაშს შემოკრავდა და ტელეფონს მივარდებოდა. გურამი ხვდებოდა, რომ ცოლს ყოველ დღე უფრო და უფრო შორდებოდა, თუმცა ისიც იცოდა რომ მართას ერთ დღეს ყოველივე მობეზრდებოდა და უკან დაბრუნდებოდა. ხო იცოდა კიარადა გრძნობდა, მართას სიყვარულს გრძნობდა ათასობით  კილომეტრებზე, სწორედ ეს იყო ის, რაც მას ძალას აძლევდა და უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა.
  და აი, გიოს ბედნიერი დღეც ახლოვდებოდა, დედის მოლოდინში გული საოცრად უძგერდა და რამდენიმე თვის მონატრებული გიო მამას უამრავ კითხვას უსვამდა ......
- მამიკო , მამიკო მე რომ ძალიან შევიცვალე , უკვე დიდი მიჭი ვარ , დედიკომ რომ ვერ იცნოს გიო , რა მეშველება ?
- მამიკო, მამიკო რამდენი საათი დარჩა დედას ჩამოსვლამე ზუსტად ?
- მამიკო, მამიკო დედა რომ ჩამოვა მერე ისევ მალე უნდა წავიდეს თუ ჩემს დაბადების დღეზე აქ იქნება ?

გურამი კი მუდმივად ამხნევებდა შვილს და ორივე ერთად სახლის მორთვით ცდილობდა დროის გაყვანას.

10 ოქტომბერი, ვინ იცის რამდენი დღე ელოდებოდა გიო ამ დღეს, მართა ფილიპინებიდან ბრუნდებოდა და გურამიც მოუთმელად ელოდებოდა ცოლთან შეხვედრას.
ყველა მნახველს აატირებდა გიოს და მართას შეხვედრა, როგორ უხაროდა დედა დაბრუნდაო, არადა რამდნი რამ ჰქონდა მისთვის მოსაყოლი...... ბაღის ამბები, ერთი ლამაზი გოგონა რომ მოსწონდა და უნდოდა ცოლად შეერთო , დაბადების დღის დაგეგმა და კიდევ ვინ იცის მის პატარა გულში რა არ ტრიალებდა... ახლა დედა შინ ჰყავდა და შეეძლო მისთვის ყველაფერი მოეყოლა.  რამდენიმე დღე საჩუქრებს არც ხსნიდა, არ უნდოდა დრო დაეკარგა და თამაშის ნაცვლად დედას ჩაეხუტებოდა და ლაპარაკსაც არ აცდიდა.
  თუმცა, მართა მალე კალიფორნიაში მიემგზავრებოდა, თქვენ არ იცით რამდენჯერ გადათვალა დღეები გიომ, იქნებ როგორმე დედა მის დაბადების დღეზე სახლში ყოფილიყო, მერე მოიწყინა და თავჩაღუნული დადიოდა. თითქოს მართაზეც გული აუცრუვდაო ....
გურამი თანდათან ხვდებოდა შვილის მწუხარების მიზეზს და იმასაც რომ მართა დღითი დღე შორდებოდა მასაც და შვილსაც, ამიტომაც გადაწყვიტა  სიმართლე ეთქვა.
- მართა , გიოს დაბადების დღე მოდის , 5 წლის ხდება ! ჩვენ შენ გვჭირდები ძვირფასო......
- კი მაგრამ გურამ , მე მნიშვნელოვან სამიტზე მივდივარ შენ იცი ეს როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის
- გიოს დაბადების დღეზე მნიშვნელოვანი ?
- კარგი რა გურამ , ბავშვის დაბადების დღეა, ისეთ საჩუქარს გამოვუგზავნი სულ ვერ იგრძნობს ჩემს აქ ყოფნას ....
- და მე ? რა ადგილი მიჭრავს შენს ცხოვრებაში მარიამ ?
- ოოო , გურამ ის ლექსი როგორ არის ?  მოიცა გავიხსენო ....მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არ ჰყვარებია ...
- მე კიდე უფრო ის მახსენდება , სიყვარული თეორიაა , რომელსაც დამტკიცება უნდაო ...
- გურამ, შენ იცი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სამიტი ჩემთვის .....
მართამ პირველად იგრძნო გურამისგან ცივი დამოკიდებულება , თუმცა კი ვერ ხვდებოდა ,  განა გურამი არ უნერგავდა პირველივე დღეებიდან ,,მე ჩვეულებრივი ცოლი არ მჭირდება, ჩვეულებრივი ცოლები ჩვეულებრივ კაცებს ჰყავთ ‘’-ო .......

ახლა უკვე გიომ დაიწყო  კითხვების დასმა  ...
- დედა, დღეს მიდიხარ ?
- ჰო დედი , მალე ჩამოვალ
- ჩემს დაბადების დღემდე ....
- ვერა დედიკო, ხომ იცი იქ უნდა ვიყო  ...
- კარგი დედი  ......
გიო ადრე დედას ყოველთვის აცილებდა , ახლა თავი მოიმძინარუნა და ოთახიდან აღარც გამოსულა. გურამმა მორიგეობა მოიმიზეზა და მართაც მარტო გაემართა აეროპორტისკენ. ფიქრობდა, ახსენდებოდა გურამის სახე , მისი სიტყვები და პირველად იგრძნო მისი დაკარგვის საფრთხე, არადა მას გურამი ხომ  ძალიან უყვარდა, თუმცა ენანებოდა , ამდენი შრომა , წვალება. კალიფორნიიდან  დილაადრიანად გურამს  მისწერა ....
მე ვბრუნდები გურამ, გიოს დაბადების დღეს ერთად ავღნიშნავთ, მიყვარხარ!!!
გურამი გაოცებული უყურებდა მართას წერილს, მან კარგად იცოდა მისი  ხასიათი, თუმცა სწორედ ეს ხასიათი იყო , რაც მას სხვებისგან გამოარჩევდა ..... ძალიან ხისტი და მკაცრი მართას მართვაც ხომ სწორედ გურამს შეეძლოო , ვინ იცის იმ წუთას გურამმა თავი დამნაშავედაც კი იგრძნო , მან ხომ პირველად უსაყვედურა ქალს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. მაგრამ გულის სიღმეში საოცრად გაუხარდა , სწორედ ამ ფიქრებში იყო გურამი გართული, როცა კაბინეტში ხმა გაისმა .... პატარა ბიჭი ავარიაში მოყვა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო.  გურამს გულში უეცარმა შიშმა დაუარა , ოღონდ ეს ჩემი გიო არ იყოსო, გავარდა ოთახიდან და შვილის დათუნია იმ წამსვე იცნო.
ავარია , პატარა ბიჭი ფოსტასთან უპოვიათ : რატომ ? როგორ ? რანაირად ?
რამდენიმე საათი გრძელდებოდა ოპერაცია.  საბრალო მართა აეროპორტიდან საავადმყოფოსკენ გაემართა  , როგორი საბრალო იყო ის, მუხლმოდრეკილი იჯდა და ტიროდა, უცბად გიოს დათუნია დაინახა , დათუნიას კი ხელში წერილი ეჭირა ....
წერილი დედიკოს,
დედი, ვიცი ახლა შორს ხარ , ძალიან შორს. ტელევიზორში გიყურებ და გეფერები , ჩემთან მინდა იყო და არა მათთან .... დედი, ვიცი საჩუქრებს ჩამომიტან უთვალავს, როგორც ყოველთვის , მაგრამ მალე ისევ გაფრინდები და მეც მარტო დავრჩები. იცი, აღარ მინდა არაფერი, ყველაფერი მაქვს, მე დედიკო მინდა, დედიკო... დღეს ხომ დედის დღეა, ჩემმა მეგობრებმა იები დაკრიფეს დედიკოებისთვის , შენ კიდე როდის მოხვალ ? იები ხომ დაჭკნება მანამდე. ფოსტალიონს ჩემს სურათს ვატან , ვიცი დახედავ და იტყვი , ჩემი ცისფერთვალება, წითური ბიჭი როგორ მიყვარსო , ენატრები გიოს, ძალიან ენატრები!
და ახლა როცა ამ წერილს ვკითხულობ, დედი , ხმა მიკანკალებს , გული ფეთქვას წყვეტს და ხმამაღლა მოვთთქვამ , ჩემი გიო , ჩემი ცისფერთვალება, წითური ბიჭი ….
ასე მოთქვამდა მართა, როცა გურამმა ოთახის კარი შეაღო და მუხლებზე დაჩოქილ მართას მივარდა ...
- გურამ შვილი გადამირჩინე , გევედრები გადამირჩნე !!
გურამმა თავი ვერ შეიკავა და მართას უხეშად მიმართა !
- გადაგირჩინო ? შვილი რათ გინდა მართა ? რამდენი ხანი ენატრებოდი გიოს ? როგორ უნდოდა შენთან ყოფნა ? რათ გინდა შვილი მარიამ ? რათ გინდა შვილი ?
მე გაჩუქე საუკეთესო ცხოვრება, მოგეცი ყველა და ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა , მაპატიე მაგრამ თუ გიო ვერ გადარჩება მინდა რომ სამუდამოდ წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან , დაე გააგრძელე საქმე რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს ....
მართას გული მოუვიდა, მიხვდა ეს ის გურამი აღარ იყო ადრე სიამაყით სავსე თვალებით რომ უყურებდა ცოლს , იმასაც მიხვდა რომ შვილის ასეთ მდგომარეობას მას აბრალებდა , მანაც ვეღარ მოითინა და გურამს მკაცრად , უხეშად უპასუხო ...
- მე გურამ ? ამას როგორ მკადრებ ? უფლება არ გაქვს!!!  განა შენ არ იყავი, შენ რომელიც მუდამ მეუბნებოდი, რომ ჩემგან მხოლოდ წარმატებული ქალი გჭირდებოდა , განა შენ ... შენ თვითონ არ ამბობდი , რომ შვილი ძიძას უდნა გაეზარდა , განა შენ არ მეუბნებოდი რა მოხდებოდა გიო ცოტას  თუ იტირებდა, ცოტა დედა თუ მოენატრებოდა, პატარებს რა ესმითო , გაიზრდება და იამაყებსო , რატომ ერთხელ არ მკითხე რა მაწუხებდა ? რატომ ერთხელ არ დაინტერესდი ჩემით ?
- მართა შენ თავად გინდოდა ესეთი ცხოვრება!
- მინდოდა გურამ , მინდოდა იმიტომ რომ შენ გინდოდა ასე ..... შენ მოგწონდა ასეთი მართა  ... და , როგორც კი მისაყვედურე , მე დავბრუნდი გურამ ...........
გაოცებული გურამი მართას მისჩერებოდა და სიტყვებს ვერ პოულობდა , რამდენიმე წუთში მედდა შემოვიდა  აკანკალებული ხმით ......
- ბატონო გურამ, ბატონო გურამ ,  გიომ სუნთქვა გააჩერა .........................................


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები