ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2017


ტრუსების ამარა... (ცოტა იმნაირი)

ტრუსების ამარა

ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა...ვუთხარი მიიწიე თქო მარა მაინც... მზემ სახეზე  თავისი ცივი სხივები შემახო... გრიპი ჰქონდა და გაციებულა... ნესტიანმა ჰავამ იცის....
მზე ჩემი სოფლიდან ამოდის საქართველოში თქო გავიფიქრე და ცოტა არ იყოს გამისწორდა... ავდექი და ფარდა გადავაფარე... ნუ ღელავთ მხოლოდ ჩემს ფანჯარას გადავაფარე... ასე რომ ჩვეულებრივ გათენდება...ოჯახში რომ უფროსი ვარ ეს ძველი ამბავია.. ხოდა ეს სტატუსი რომ შევიგრძნო დავდივარ ხოლმე ტრუსების ამარა... ხან მაგის ამარის ამარაც...მართალია უკვე ჭამოეჭარხლა ყინვას მაგრამ მე ხომ ეზოშიც უფროსი ვარ... ხოდა იქაც ასე გავედი...მივხვდი რომ მალე სხვები გამეფდებოდნენ ეზოში... ბოლო გასეირნება მქონდა..
ხოდა ასეთი ფიქრებით აფორიაქებული მივუჯექი სუფრას... პრასი და ჩაი მქონდა. ტელევიზორში ოცდამეხუთე არხზე ნეკროლოგი ჩავრთე... ფსიქოლოგებისგან გამიგია რომ დილით განწყობის ამაღლება გვმართებს.. ხოდა ვცდილობ ხოლმე....
დღეს ჩემპიონთა ლიგაა.. უნდა დაუდო... გავიფიქრე კარგ განწყობაზე მყოფმა..
ჩავიცვი და მანქანას მივუჯექი.. გუშინდელი დამახსოვრებული სიმღერა ჩაირთო : ბოჰემიან რაფსოდი... დედა ცხოვრება ეხლა იწყება მაგრამ უკვე მოვასწარი მისი შორს მოსროლაო... წაიმღერა მერკურიმ და ჩემი ინგლისურიდან გამომდინარე უდრო საჩემოდ გადავთარგმნე ვიდრე სწორად...ეს დავიკიდე იქნება სხვამ ჩემსკენ ისროლოს და ახალი დავიწყო თქო...
გაჩერებაზე ერთი კაცი იდგა... შემეცოდა ციოდა და გავუჩერე....
-ვაა ზდაროო კახოვიჩ როგორ ხარ..?
-არამიშავს მადლობთ.-ცალყბური ღიმილით გადავხედე..
-მამაშენი საითაა.? ხოა ჯანზე?
-მამაჩემი კარგადაა და იქაა სადაც გუშინ იყო..
-კაია კაია.. და გუშინ სად იყო?
-სადაც დღესაა...
-ისე როგორ მომრავლდნენ ეს პიდარასტები არაა?
-იმედია მამაჩემზე არ გაგახსენდათ ეგ თემა-შევეხუმრე..
-არაა შე კაცო აიი...- მითხრა და "მაგნიტაფონისკენ" გაიშვირა ხელი..იქ უკვე ე.წ. "დონთ სთაფ მი ნოუ" დაწყებულიყო . ისევ დედოფლების... მართლა კაი დრო იყო მთელი ორგანიზმი სატინკიცოთ ცმუკავდა...
- აბაა -განაგრძო- ესაა ნორმალური კაცი რო კაცს იმასუშვრება...ეს გაბუნიაც იმნაირი ყოფილა კაცო..
-ნწ... ნწ..აბაა ამათი..
- აქ გამიჩერე..
ეეეხ რა მალე ჩადის...გავიფიქრე...
-აბა ჰე მადლობა კახოვიჩ...
-არაფრის..
ჩავრიცხე ერთი ორი ლარი.... მეტი არც მქონდა... დავბრუნდი სახლში და დავიწყე ფიქრი როგორ გამეყვანა დღე... მარკესის წიგნი შემრჩა ხელში, "იცხოვრე რომ მოჰყვე". წავიკითხავ თქო ვიფიქრე  მაგრამ არაა ჯერ დავდებ... იტოკში კაი ბილეთი შევკარი.
წიგნიც გადავშალე.რა პროლოგის აქვს ბიჭოს:" ცხოვრება არაა განვლილი დღეების ერთობლიობა,ცხოვრებაა ისაა რაც გახსოვს და რაც შეგიძლია მოჰყვე.." ვაახ გავიფიქრე.. მოსაყოლი კი იმდენი მაქვს 80 წლის კაცს შეიძლება ვაჯობო ისტორიებში.. ყველაფერში ხო მნიშვნელოვანს ვეძებდი ადრე და დამიგროვდა ბლომად.. ე.ი. ჩემი ცხოვრება ჩემივე ფანტაზია ყოფილა... ხოდა თუ ასეა მაშინ ეხლა კაი საინტერესო ცხოვრებას ავიწყობ.ჩავრთე ფანტაზია..
: მაღალმთიან სოფლებში ვლაშქრობდი.. ვტკბებოდი თვალ-მისაწვდენი მშვენიერებით.. თვალუწვდენელი ადგილებიც იყო მარა ვერ ვაწვდენდი თვალს და იმაზე ვერაფერს გეტყვით. მოხუცები მხვდებოდნენ გზაში. დამძიმებული ხერხემლითა და თვალებით.. ყველაზე მაღლა მდებარე უძირო ტბებია მათი თვალები... არაა ამათ ვერ ვაჯობებ... გავაკრიტიკე საკუთარი თავი.. ამათი ერთი სიტყვა ხომ მთელ ცხოვრებას უდრის.
-გამარჯობა ბაბუ-მივესალმე-როგორ ბრძანდებით.?
- გაიხარე შვილო მადლობა ღმერთს... აიი ხო გითხარით.. მთელი ცხოვრებაა მათ ერთ სიტყვაში.. ნუთუ წამში გააანალიზა ასეთი პასუხი? არაა.. ის ამას  მიხვდა  ამდენი ხნის დაკვირვებით რომ მადლობა და დიდება უნდა უფალს და აი მთელი ცხოვრების ნაფიქრი ორ სიტყვაში მითხრა..მადლობა ბაბუ..
ცხოვრება რომ უფრო მრავალფეროვანი გამეხადა სხვაგანაც ვიყავი... ზღვაზე და გაშავებული დამწვარი ხელებით შემოთავაზებული სიმინდი ვჭამე. კეთილი თვალებით და დამძიმებული გულით უფასოდ შემოთავაზებული.შვილის პირიდან აცლილი ლუკმა,პატივისცემის ხახაში უკვე მერამდენეთ გადავარდა..მარილიანმა ზღვამ არ შეიმჩნია იგივე ბუნების მქონე ჩემი და მისი ცრემლები...
ბევრი სოფელი დავიარე გამარჯვებებით და გაგემარჯვოებით დატვირთული ბაგეებით და ასევე დამძიმებული გულებით სავსე სოფელი... ბევრი ქალაქიც ვნახე რაღაცნაირი, უტყვი და მაინც მეტყველი... უცნაური,უცნობი და მაინც ნაცნობი... ,,რაიციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული..." გამახსენდა მეფე... პარლამენტშიც ვიყავი ერთი ორი მომხვდა გვერდებში.. ავიტანე ქვეყნის კეთილდღეობისთვის.. მონასტერშიც ვიყავი და მოყვასებს,ძმებს და მამებს მხრები დავუკოცნე... დახეთქილი ხელების ქნევით და ჩვილის გამოხედვით გამომაცილეს ბერებმა... მათთან დარჩენა მინდოდა,მაგრამ ისევ ერთ-ერთმა რუსულმა სიმღერამ აღწერა ჩემი თავი.. ,,გორად კატორავა ნეტ" კი ასე ქვია... ცხოვრება დამენანა მასავით...
მოკლედ კიდევ ბევრს ვიმოგზაურებდი მაგრამ მარკესი მიხმობდა... დიდი ხნის უნახავი დედა ნახა გაბრიელმა,სახლი უნდა გააყიდონოს თურმე..მაგრამ ბოდიში მას სხვა რამე მინდოდა დღეისთვის მარკესს დავემშვიდობე.. დედასთან მოკითხვით. რაღაცის გატეხვა მინდოდა. გადავიტვირთე..სხვა წიგნში ვცადე ბედი.. დიუმა უმცროსის "ქალი კამელიებით" მომხვდა.აი მეძავმა იმ ბიჭს ჩაი დაუსხა და საუბრობენ. სიყვარული მართლაც ბრმაა-გავიფიქრე- მარა ბედნიერიც... დამაბრმავე ღმერთო.ისინი კი საუბრობდნენ და გული მეწვებოდა.შევედი ამ საღამოს ამ წიგნში.. ასეთი ზედა და ჩამთრევია რომანები.ამასობაში დამაღამდა..ისევ იდეის ძებნაში გაილია დღე და ისევ ფანტაზია შეემატა ცხოვრებას..ისევ ფანტაზიათ დარჩა ყველაფერი,ყოველგვარი პრაქტიკის გარეშე..ისევ ჩვეულებისამებრ ძილი მომერია,ზურგზე დამაგდო და დავიძინე...
მეორე დღესაც ცივმა სხივებმა გამაღვიძა.. ყველაფერი იგივე დამხვდა იგივე განცდა იგივე აზრები,იგივე ტრუსები მხოლოდ ერთი რამ იყო განსხვავებული : რეალმა გამისხა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს