ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2009


„სიყვარულს მალვა უნდაო”-თქმულა...

ჰო...
„სიყვარულს მალვა უნდაო”-თქმულა...
მაგრამ, უნდა კი ყველა სიყვარულს მალვა?
ეს ხომ ყველაზე და ყველაფერზე უფრო ლამაზია, რაც კი შექმნილა სამყაროში...

შესძლებ, რომ დამალო სიყვარული შენში?
განა შეიძლება გავარვარებული ლავის შეჩერება, როცა ვულკანის კრატერისკენ გზას მოძებნის?
ან რომელ ჯებირს შეუძლია აბობოქრებული მდინარის შეჩერება და დაოკება?!..
რას შეუძლია მომწყდარი ზვავის შეჩერება და, მითუმეტეს, დამალვა?!...

თუმცა, სიყვარული ყოველთვის არ ჰგავს აბობოქრებულ მდინარეს, ან ზვავს, რომელიც ყველაფერს წალეკვით ემუქრება... ის, ზოგჯერ, გაზაფხულის ლორთქო ბალახზე სათუთია...
და, მაინც, არც იმ ბალახის შეჩერებაა ადვილი, თუ გაღივდა და ამოსასვლელად მოემზადა... სალი კლდეც კი ვერ უძლებს და შუაზე სკდება, თუ ბალახი მზისკენ ისწრაფვის!... გზა მიეცით, მას ხომ მზე უყვარს!...

ნუ დამალავ სიყვარულს, რადგან მას ვერ დამალავ!

* * *
ყველაში ეძებე შენი სიყვარული და ყველას სიყვარული ეძებე შენში...
ხედავ რა მაღლა აფრინდა სული?

და ნუ შეეცდები, ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს!

სულს ფრენა უნდა!!!

თაია

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები