ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2017


როცა გნახულობ...

როცა გნახულობ, მერე ყოველთვის
გულ-მკერდგამთბარი ვიარები და
ისევ იღვიძებს ჩემში პოეტი -
ლექსი მდის სულის იარებიდან.

შენს ეშმანარევ მზერას რომ ვხვდები,
მინდა მჯეროდეს, მინდა მეგონოს,
მწამდეს, რომ ისე, ჯერ, არ მოვკვდები -
ტუჩებში ერთხელ არ ჩაგეკონო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს