ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 დეკემბერი, 2017


რა მოხდებოდა, 1991-92 წლებში საქართველოში არავითარი სახელმწიფო გადატრიალება რომ არ მომხდარიყო? რა მოხდებოდა, რომ დღეის, 2017 წლის მდგომარეობითაც, ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო?

რა მოხდებოდა, 1991-92 წლებში საქართველოში არავითარი სახელმწიფო გადატრიალება რომ არ მომხდარიყო? რა მოხდებოდა, რომ დღეის, 2017 წლის მდგომარეობითაც, ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო?




აღსრულდა 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე. წ. ”დისიდენტების” ოცნება, სოციალიზმის მაგინებლებმა და კაპიტალიზმის მგოსნებმა სოციალიზმი დააქციეს და კაპიტალიზმი დაამყარეს.


შედეგად 1990-იანი წლებიდან დაწყებული დღეის, 2017 წლის,  მდგომარეობით, სოციალიზმის მაგინებლებმა  და კაპიტალიზმის მგოსნებმა საქართველოდან გააქციეს, სიცივით და შიმშილით დახოცეს ქართველი ხალხის 1/3.


რა მოხდებოდა, 1991-92 წლებში საქართველოში არავითარი სახელმწიფო გადატრიალება რომ არ მომხდარიყო? რა მოხდებოდა, რომ დღეის, 2017 წლის მდგომარეობითაც, ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო? რა შედეგს გამოიღებდა ზვიად გამსახურდიას მიერ 1991-92 წლებში გატარებული  ეკონომიკური პოლიტიკის შემდგომი გაგრძელება?

1991-92 წლებში საქართველოში არავითარი სახელმწიფო გადატრიალება რომ არც მომხდარიყო, ზვიად გამსახურდიას მიერ მანამდე გატარებული პოლიტიკის გაგრძელება იგივე შედეგს გამოიღებდა, რაც დღეს ფაქტიურად არსებობს.


რატომ?


იმიტომ რომ ეკონომიკურ ნაწილში 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი  ე. წ. ”დისიდენტების” ეკონომიკური პროგრამა ზუსტად იგივე იყო, რა პროგრამაც ფაქტიურად განხორციელდა 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ.


ანუ განხორციელდა სახელმწიფო ქონების ე. წ. ”პრივატიზაცია” (ანუ სახელმწიფო ქონების ”განსახელმწიფოება”, ”მისაკუთრება”, ”მიკერძოება”, სიტყვიდან ”პრივატი”, ანუ ”კერძო”), გაყიდვა იმაზე, ვისაც ფული ჰქონდა. ფული ვის ჰქონდა? რა თქმა უნდა, მაფიოზებს და უმრავლეს შემთხვევაში, არა-ქართველებს.


პლიუს განხორციელდა მითიური ე. წ. ”ინვესტიციები”, ვისი ინვესტიციები? ვისაც ფული ჰქონდა. ფული ვის ჰქონდა? რა თქმა უნდა, მაფიოზებს და უმრავლეს შემთხვევაში, არა-ქართველებს. ანუ, სახელმწიფოში არსებული მეურნეობის ბატონ-პატრონები მნიშვნელოვანწილად გახდნენ უცხოელი ე. წ. ”ინვესტორები”.


პირადად თავის სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრების, ხალხის საკუთრების, ე. წ. ”პრივატიზაციის” (ანუ სახელმწიფო ქონების ”განსახელმწიფოების”, ”მისაკუთრების”, ”მიკერძოების”, სიტყვიდან ”პრივატი”, ანუ ”კერძო”), ანუ  მითვისების ნაწილში სოციალიზმის მაგინებლებმა და  კაპიტალიზმის მგოსნებმა, ნამდვილად დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ეს უდავოდ ასეა.


სამაგიეროდ,  ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა საკუთარ ქვეყანაში ან დაქირავებული მონის მდგომარეობაში, მონური ხელფასის ამარა, ან უმუშევარი, შიმშილით სიკვდილის პირას. შედეგად, ხალხის 1/3 ნაწილი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო ლუკმა-პურის საშოვნელად.



აღსანიშნავია, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ცხოვრების დონის თვისობრივად გაუმჯობესების დაპირების ნაწილში, 1980-იანი წლების დასავლეთის აგენტი ე. წ. ”დისიდენტები” ჩაფლავდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ აბსოლუტურად ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. ყველაში. ეს სისტემური შედეგია.



ხალხის უდიდესი ნაწილისთვის ცხოვრების დონე არა თუ თვისობრივად არ გაუმჯობესდა აბსოლუტურად არსად, არამედ მრავალჯერადად დაეცა აბსოლუტურად ყველგან, შედეგად მოსახლეობამ თავის გადასარჩენად მასობრივად დაიწყო ქვეყნიდან გაქცევა.


რატომ ჩაფლავდა დასავლეთის აგენტი ე. წ. ”დისიდენტური მოძრაობა”?


ვპასუხობთ კითხვას:


იმიტომ რომ დასავლეთის აგენტი ე. წ. ”დისიდენტური მოძრაობა” არა-ბუნებრივი მოვლენა იყო. უცხო სხეული, რომელიც ადგილობრივ ნიადაგს ვერსად ვერ შეეგუა. ვიმეორებ, ვერსად. აბსოლუტურად ვერც ერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში.



P. S.

იხ. საქართველოს უზენაეს საბჭოში  საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 7 ივნისის საჯარო გამოსვლის ვიდეო-ჩანაწერი ვებ-გვერდზე:
https://www.youtube.com/watch?v=bOrTYSbuzEM



იხ. ადვოკატ კახაბერ როდინაძის სტატია ”საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ეკონომიკური გეგმა (1991 წლის 7 ივნისს საქართველოს უზენაესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოდგენილი სიტყვის მიხედვით)” ვებ-გვერდზე:
https://urakparaki.com/?m=4&ID=96799


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
11.12.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები