ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2018


,,ვეჟო,რა გინდა მეტი?"

რა კარგი იქნებოდა,
წიგნი რომ დეკოლტე იყოს,
მაშინ ხომ ძალიან ბევრი კაცი ჩაიხედავდა
შიგნით.

------
ერთხელ ისეთი ლამაზი
სიზმარი ვნახე,
გამოღვიძებულმა ჩქარა დავიძინე ისევ,
მაგრამ რად გინდა,ცხოვრებასავით
ყოფილა ეგეც.წამიერი ბედნიერებები.

------

მე რომ ინჟინერი ვიყო,
ჩემი აშენებული კორპუსის ფანჯრები,
შინდისფრად იქნებოდა შეღებილი.
-...(აქ ნუ გგონიათ რამე გენიალურს ვიტყვი.
უბრალოდ მიყვარს შინდისფერი.)

ამასთან

,,პარაშუტით გადმოხტომა კაია,
თუ არ გაიხნსა ცუდია".
-მსგავს ფრაზებს რომ ისვრიან,
იმ ადამიანების მშურს.
-ყველაზე ბედნიერები არიან.



ჰო,სანამ ამ რაღაცას ვწერდი,
შიგადაშიგ აზრები გამირბოდნენ თავიდან,
ხანდახან ძალიან თავშეუკავებელი ვარ.

ის გამახსენდა,
ჩემი პირველი დადგომა როლიკებზე.
მაშინ ვიგრძენი პირველად,
რომ ასფალტშიც კი არის რაღაც დოზით
პოეზია. - თუ ახლოდან შეხედავ.

ასეა,ექიმი რომ ნარკოზს გაგიკეთებს
ჯობია ისე იყო სულ.
სულ რომ არაფერი უცებ რომ თირკმელი
აგტკივდეს ვერ იგრძნობ.ვერც იმას
ღვიძლის მესამედს როგორ გაჭრიან.
ცოლი რომ გაგიბოზდეს ამასაც კი ვერ იგრძნობ.


ამას გარდა
მოდი ჩემზეც ვიტყვი რამეს.

ისე არც მიკვირს.
მე სამი ცხოვრებით ვცხოვრობ.
პირველი-როგორც ყველა,დღისით ჩვეულებრივი ცხოვრებით.
მეორე-სიზმრებში,ასტრალები და ამბები...
მესამე-ლიტერატურაში.პერსონაჟებთან ერთად.

არა და ხანდახან ძალიან ნორმალურის
შთაბეჭდილებას ვტოვებ.

ნორმალურზე გამახსენდა
იმას ვფიქრობ ხშირად
რამე ნორმალური პროფესია მაინც შემეძინა.
-პოლიტიკოსები ჩემზე გულკეთილები არიან.

ვნანობ ზემოთ რომ სულელებს დავცინე.
დროის მანქანა რომ მქონდეს
უკან დავბრუნდებოდი და
მაინც დავცინებდი მათ.

...ისე,პარაშუტი რომ არ გაიხსნას,
მართლა არ დაგადგება კაი დღე.
აღდგომის კვერცხებივით.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები