ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 დეკემბერი, 2017


1918 წელს რომელმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა პირველმა? ვინ არის ჭკვიანი? ვინ მიხვდება? რატომ აღიარა პირველმა? გულუბრყვილოებს კი უხარიათ. რახან პირველმა აღიარა, ამიტომ მეგობარი და კეთილისმსურველი არისო

1918 წელს რომელმა ქვეყანამ აღიარა  საქართველოს დამოუკიდებლობა პირველმა? ვინ არის ჭკვიანი? ვინ მიხვდება? რატომ აღიარა პირველმა? გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რახან პირველმა აღიარა, ამიტომ  მეგობარი და კეთილისმსურველი არისო, 1918 წლის 3 ივნისს აღიარა, ხოლო 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, ანუ 1 (ერთი) დღის შემდეგ (!), საქართველო აიძულა გადაეცა ახალქალაქი და ახალციხე, მეტი, ვიდრე ითვალისწინებდა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულება, აგრეთვე, 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით,  საქართველო აიძულა ეღიარებინა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულების მიხედვით ბათუმის ოკრუგის და სხვა მიწების, სულ, საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ის  რუსეთის იმპერიისთვის წართმევა და გადაცემა ოსმალეთზე (თურქეთზე),  რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა




1918 წელს რომელმა ქვეყანამ აღიარა  საქართველოს დამოუკიდებლობა პირველმა? ვინ არის ჭკვიანი? ვინ მიხვდება? რატომ აღიარა პირველმა?

რაო, გაგიხარდათ? რომ მიხვდით, რომელმა ქვეყანამ აღიარა?

მერე რა მოხდა, მერე. ეს არის მთავარი. 1918 წელს წარმოებული საბრძოლო მოქმედებების რუკას  შეხედეთ.

და რატომ აღიარა, პირველმა, ამას მართლა ვერ ხვდებით? თუ ხვდებით, მაგრამ  ვერ ამბობთ?

ქართული ოფიციალური ისტორიოგრაფიის გავლენის ქვეშ იმყოფებით?

რახან პირველმა აღიარა, ამიტომ  მეგობარი და კეთილისმსურველია? 

1918 წლის 3 ივნისს აღიარა, ხოლო 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, ანუ 1 (ერთი) დღის შემდეგ (!),  საქართველო აიძულა გადაეცა  ახალქალაქი და ახალციხე, მეტი, ვიდრე ითვალისწინებდა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულება, აგრეთვე, 1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულებით, საქართველო აიძულა ეღიარებინა 1918 წლის 3 მარტის რუსეთ-ოსმალეთის ბრესტის ხელშეკრულების მიხედვით ბათუმის ოკრუგის და სხვა მიწების, სულ, საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ის  რუსეთის იმპერიისთვის წართმევა და გადაცემა ოსმალეთზე (თურქეთზე),  რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა.

ანუ,  აღიარა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, რომლისგანაც 1 (ერთი) დღის შემდეგ (!)  მიიღო ქონება,  ხეირი ნახა, და თანაც ყველაფერი მოხდა  საერთაშორისო სამართლის თანახმად. კი არ წაართვა, არამედ მიიღო, საქართველომ თვითონ მისცა.

აღიარა, და მეტიც, გერმანიასთან ერთად, პრაქტიკულად, თვითონ შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთისგან, იმიტომ, რომ მის საქმეს, ოსმალეთის (თურქეთის) საქმეს, ასე დასჭირდა. ხეირი ნახა. მიიღო საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3. ისე, ტყუილა. ცარიელი სიტყვების ნაცვლად.


ანუ, ოსმალეთმა (თურქეთმა), გერმანიასთან ერთად, ხედავდა რა, რომ უშუალოდ რუსეთის იმპერიისთვის ლუკმის გამოგლეჯა და შემდგომი გადაყლაპვა გაუჭირდებოდა, ჯერ, ყველაფერი გააკეთა რუსეთის იმპერიისგან სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის, პრაქტიკულად აიძულა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი 1918 წლის 22 აპრილს გამოეცხადებიდათ რუსეთისგან  დამოუკიდებლობა და შეექმნათ ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა”, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთა, პრაქტიკულად აიძულა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, 1918 წლის მაისის ბოლოს გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა უკვე ”ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისგან”. ლუკმა კიდევ უფრო დააქუცმაცა ნაწილებად, უფრო ადვილად რომ გადაეყლაპა. და გადაყლაპა. საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3. აგრეთვე სომხეთის მიწების დიდი ნაწილი.


გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რახან პირველმა აღიარა, ამიტომ  მეგობარი და კეთილისმსურველი არისო.

გულუბრყვილოებს კი  უხარიათ. რა უხარიათ? რომ, ოსმალეთმა (თურქეთმა),  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებით, პრაქტიკულად, თავისთვის, ოსმალეთისთვის (თურქეთისთვის),  დაიკანონა საქართველოს ისტორიული მიწების დაახლოებით 1/3-ს მითვისება. რითაც დაირღვა  ერთ ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი ხალხის სულიერი, პოლიტიკური და  ეკონომიკური ერთიანობა. ქართველი ხალხი ორად გაიხლიჩა. ისე, ტყუილა. ცარიელი სიტყვების ნაცვლად.


https://ka.wikipedia.org/wiki/ბათუმის_ხელშეკრულება_(1918)


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
17.12.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები