ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 დეკემბერი, 2017


როგორ აგიჟებენ ხალხს ტყუილებით 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვითომდა ”ერთა ლიგის მიერ აღიარებული” საზღვრებით

როგორ აგიჟებენ ხალხს ტყუილებით 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვითომდა ”ერთა ლიგის მიერ აღიარებული” საზღვრებით



ფანტაზიორების საყურადღებოდ,


იქნებ აგეხსნათ ქართველი ხალხისთვის, რას ნიშნავს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვითომდა ”ერთა ლიგის მიერ აღიარებული” საზღვრები? ასეთი არ არსებობს. ”ერთა ლიგის მიერ აღიარებული საზღვრები”, არც საქართველოსი, არც რომელიმე სხვა სახელმწიფოსი, არ არსებობს ბუნებაში. ვერც ”ერთა ლიგას”, ვერც რომელიმე სხვა საერთაშორისო ორგანაზაციას, არც არა-საერთაშორისოს, პრინციპში არ შეუძლია რომელიმე სახელმწიფოს საზღვრების ”აღიარება”. სახელმწიფოს საზღვრებს, მარტო სახელმწიფოები აღიარებენ. მეტი სხვა არავინ.

რაო, შეუძლია?

კარგით, მაშინ დაასახელეთ დოკუმენტი, რომლითაც ”ერთა ლიგამ” ”აღიარა” საქართველოს, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ”საზღვრები”.




წინამდებარე სტატიაზე თანდართულ რუკას შეხედეთ, რუკაზე წარწერა, ”ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებშიო”, სასაცილოა,


გერმანიამ 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით წაართვა რუსეთს,  და მაშასადამე, იმ მომენტში რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ხალხს,  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, თავისი მოკავშირის ოსმალეთის სასარგებლოდ. დავუშვათ, ვითომ, 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიამ კი არ წაართვა  რუსეთს,  და მაშასადამე, იმ მომენტში რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ხალხს,  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, არამედ უშუალოდ ოსმალეთმა, მაინც, ფაქტია, რომ 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველი მუხლით საქართველომ თვითონ განაცხადა, რომ ”საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს”, ანუ საქართველომ თვითონ ცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ საქართველომ თვითონ ცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ. ჰოდა, ერთა ლიგამ რაო, მეო, არ ვცნობო, 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველ მუხლსო, რომლის თანახმად  საქართველომ  თვითონ განაცხადა, რომ ”საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს”, ანუ საქართველომ თვითონ ცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ საქართველომ თვითონ ცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ, აა? ანეგდოტია.


1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით, საქართველომ თვითონ აღიარა  ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე ბათუმის ოკრუგის სრულად, კუთვნილება ოსმალეთზე, აგრეთვე დამატებით ახალქალაქის და ახალციხის გადაცენა ოსმალეთზე, ჰოდა, ერთა ლიგამ რაო, მეო, არ ვცნობო, გადაცემასო, აა? ანეგდოტია.

სოჭი, საქართველომ თვითომ გადასცა რუსეთს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით, ჰოდა, ერთა ლიგამ რაო, მეო, არ ვცნობო, გადაცემასო, აა? ანეგდოტია.

წინამდებარე სტატიაზე თანდართული ეს რუკა რაიმე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი არ არის. ჩრდილოეთი პოლუსი, სამხრეთ პოლუსთან ერთად, რომ მიახატოთ, ამით, ეს რუკა,  ჩრდილოეთ- და სამხრეთ- პოლოსებიან მიხატული, რაიმე სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტი გახდება? არა.


დაასახელეთ, ”ერთა ლიგის” დოკუმენტი.

ვიმეორებ, ”ერთა ლიგის” დოკუმენტი.

საქართველოს, რუსეთის, ოსმალეთის (თურქეთის), გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, - არა.

”ერთა ლიგის” - კი. 

დოკუმენტი მაგიდაზე.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
22.12.2017


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები