ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
22 დეკემბერი, 2017


ჯადოსნური ჩანთა

მოუთმენლად ელოდება
ახალი წლის ღამეს მართა,
ირგვლივ ყველას ეკითხება,
თოვლის პაპა მოვა მართლა?!

და თოვლი რომ არ მოვიდეს,
სავსე მარხილს როგორ მართავს?
რით მომიტანს ბევრ საჩუქარს,
ან ჯადოსნურ წითელ ჩანთას?!

სხვა სურვილიც იმდენი აქვს,
რამდენიც აქვს ხელზე თითი,
არ იფიქროთ აერიოს
როცა მათზე რამეს ითვლის!

ნეკა თითზე თოჯინები
სხვებზეც ბევრი ჭრელა-ჭრულა,
ბოლოს სალოკის მოკაკვით
შოკოლადზე დაასრულა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები