წავიდნენ ქალაქში, აშენეს ქალაქი: იშრომეს , იშოვნეს ფული და ერთ დღესაც , ის სახლი, რომელიც მიიღეს მამათგან (მზით სავსე,წაბლისგან ნაშენი,ხალვათი) მოშალეს და მიწა ,სად ყანა ეთესათ, მორაგვეს მაღალი ,საზარი კედლებით. და გამოამწყვდიეს ეზოში ადესა, კაკლები, ბჟოლები, ბიები, ეკლები... და შუშაბანდები ჩაბარდა იმ ძველი დღეების ზმანებას. ო, როგორ მიყვარდა: მონატრებული სტუმარი მასპინძლის, გამვლელი,რომელიც ოჯახში მიჰყავდა; როდესაც წიოდა ბუხარში იფანი, როდესაც ღობეებს ეკეთათ ნალები, როდესაც გრძელი ქვა, წყაროსთან, ფიქალი ეგდო და იმ ქვაზე სხდებოდნენ ქალები. და აჰა,მოვიდა ივნისი, ზაფხული, ის დროა,სიმინდს რომ ჭირდება მორედი. მაგრამ, არ არის ყანები დახნული და ისიც არ ვიცი,მე რისთვის მოვედი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ალბათ ძალიან ბერვი ჩავდივართ, ასე, წინაპართა მიერ, ხელით აშენებულ, ერთ დროს მყარ და ოდესღაც ხალმრავალ სახლში, ნოსტალგიებით, ან ბებია-ბაბუების მიერ მონაყოლი ისტორიების გონებაში აღდგენით, ვხედავთ ვაზის გადახლართვისთვის გამზადებულ კონსტრუქციებს, მიწას, მოჩუქურთმებულ სახლს, ულამაზეს ადგილებსა და ხედებს, მაგრამ არაფერი შეგვიძლია უკვე, შევმატოთ, გავამაგროთ, გავაცოცხლოთ.. და მხოლოდ წუხილი შეგვიძლია...
ძალიან კარგია, გმადლობთ ალბათ ძალიან ბერვი ჩავდივართ, ასე, წინაპართა მიერ, ხელით აშენებულ, ერთ დროს მყარ და ოდესღაც ხალმრავალ სახლში, ნოსტალგიებით, ან ბებია-ბაბუების მიერ მონაყოლი ისტორიების გონებაში აღდგენით, ვხედავთ ვაზის გადახლართვისთვის გამზადებულ კონსტრუქციებს, მიწას, მოჩუქურთმებულ სახლს, ულამაზეს ადგილებსა და ხედებს, მაგრამ არაფერი შეგვიძლია უკვე, შევმატოთ, გავამაგროთ, გავაცოცხლოთ.. და მხოლოდ წუხილი შეგვიძლია...
ძალიან კარგია, გმადლობთ
16. კარგია, მე ძალიან მომეწონა... ნოსტალგიურია, დამაფიქრებელი.
კარგია, მე ძალიან მომეწონა... ნოსტალგიურია, დამაფიქრებელი.
15. ეს ლექსი ამბობს სათქმელს, მასში ისმის სავედრებელი, ძლივსგასაგონი მუსიკა თავმდაბლობისა, სხვის მაგივრად მონანიებისა, მისტერიული აღსარება ლექსის საგოდებელთან, ჩუმი ღიღინი იავნანისა პოეტურ როკვასა და ქროლაში გადაზრდილი, და განა რაა პოეტი თუ არა სხვა, სხვამისჯილი...მასში ხომ სხვისი უფრო მეტია ვიდრე თავისი, როგორც ერთი უდიდესთაგანი ბრძანებდა. ეს მსხვერპლშეწირვაა პოეტური სულისგან, კიდევ ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლებოდა, შენიშვნები გვაქვს მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა რომ ამის აღირებაც კი უსინდისობაა... ავტორმა იცის რისთვის მოდის ივნისი, მაგრამ ყანები არ არის დახნული... და ის დაბნეულია, მე რისთვის მოვედი კითხულობს ცბუნებით, ჩვენი პასუხი? ამად და სხვათადაც... ლექსში ნაღდად ქრის ლურჯი ქარი. ეს ლექსი ამბობს სათქმელს, მასში ისმის სავედრებელი, ძლივსგასაგონი მუსიკა თავმდაბლობისა, სხვის მაგივრად მონანიებისა, მისტერიული აღსარება ლექსის საგოდებელთან, ჩუმი ღიღინი იავნანისა პოეტურ როკვასა და ქროლაში გადაზრდილი, და განა რაა პოეტი თუ არა სხვა, სხვამისჯილი...მასში ხომ სხვისი უფრო მეტია ვიდრე თავისი, როგორც ერთი უდიდესთაგანი ბრძანებდა. ეს მსხვერპლშეწირვაა პოეტური სულისგან, კიდევ ბევრი კარგი რამის თქმა შეიძლებოდა, შენიშვნები გვაქვს მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა რომ ამის აღირებაც კი უსინდისობაა... ავტორმა იცის რისთვის მოდის ივნისი, მაგრამ ყანები არ არის დახნული... და ის დაბნეულია, მე რისთვის მოვედი კითხულობს ცბუნებით, ჩვენი პასუხი? ამად და სხვათადაც... ლექსში ნაღდად ქრის ლურჯი ქარი.
14. ძლიერი ნაწერია ,ყოჩაღ. ძლიერი ნაწერია ,ყოჩაღ.
13. ნამდვილი ემოციით სავსე ნოსტალგიური პასტორალი... ნამდვილი ემოციით სავსე ნოსტალგიური პასტორალი...
12. 11 :) მადლობა ,სიურპრიზი იყო.გაიხარე
11 :) მადლობა ,სიურპრიზი იყო.გაიხარე
11. რამდენი წელია გკითხულობ, ზედვაკელო! კეკეოზის გამო, ძუსის პირას რო უნდა დაგელიათ და შენი საცოლის ქუჩის გამოც, სადაც უბნის ჯიხვები მხრებში იხრებოდნენ და გინდოდა, მაგათთან გელოთავა. ვიცი ხოლმე აქ რა დამხვდება და მოკლედ რა. იეს ნავეს. რამდენი წელია გკითხულობ, ზედვაკელო! კეკეოზის გამო, ძუსის პირას რო უნდა დაგელიათ და შენი საცოლის ქუჩის გამოც, სადაც უბნის ჯიხვები მხრებში იხრებოდნენ და გინდოდა, მაგათთან გელოთავა. ვიცი ხოლმე აქ რა დამხვდება და მოკლედ რა. იეს ნავეს.
10. მიყვარს ეს. მიყვარს ეს.
9. სოფლების ხარჯზე ნაშენები ქალაქები...
როგორ უბრალოდ და გულისგულამდე ჩამწვდომად წერ, გიო.
სოფლების ხარჯზე ნაშენები ქალაქები...
როგორ უბრალოდ და გულისგულამდე ჩამწვდომად წერ, გიო.
8. აქ ყოველთვის თბილა, როგორც მამათა დატოვილ სახლში... აქ ყოველთვის თბილა, როგორც მამათა დატოვილ სახლში...
7. კარგია, მეც მაწუხებს ეგ სატკივარი. ბედნიერი შობა კარგია, მეც მაწუხებს ეგ სატკივარი. ბედნიერი შობა
6. ძალიან კარგია, სათავფურცლე! შობას გილოცავთ! :) ძალიან კარგია, სათავფურცლე! შობას გილოცავთ! :)
5. ნიგოზი კაკლის ნაყოფია. ისე იმერეთში ხესაც ნიგოზს ეძახიან,ვიფიქრებ მაგაზე :)
ნიგოზი კაკლის ნაყოფია. ისე იმერეთში ხესაც ნიგოზს ეძახიან,ვიფიქრებ მაგაზე :)
4. თუ ბიები და ბჟოლებია, იყოს ბარემ კაკლების მაგივრად ნიგვზებიც ... ისე ტკბილად წამეკითხა ამ შობის დილას )) თუ ბიები და ბჟოლებია, იყოს ბარემ კაკლების მაგივრად ნიგვზებიც ... ისე ტკბილად წამეკითხა ამ შობის დილას ))
2. Mec Soflelad Ukacravad Mec Soflelad Ukacravad
1. Me ra vicit glexis shroma Soflad yofnis sirtule Magram mainc poeturad Me Soflad migulet Me ra vicit glexis shroma Soflad yofnis sirtule Magram mainc poeturad Me Soflad migulet
|
|
მონაცემები არ არის |
|
|