ნაწარმოებები


ურაკპარაკი 10 წლისაა.     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, თემაში “ურაკპარაკი 10 წლისაა“ http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1470&st=0     * * *    

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
7 იანვარი, 2018


მ ო ლ ო დ ი ნ ი

გამოვიდნენ ეზოში
ნიკოლოზიც,  ქრისტინეც
თოვლში კოტრიალობენ
თამაშობენ, იცინეს.,

ბოლოს ქრისტი წაიქცა
ვითომ რამე ეტკინა,
იპრანჭება სატირლად
ძმას რომ კიდევ ეთმინა.

მიირბინა ძამიკომ
კოცნით წამოაყენა
ეფერება კითხულობს
და ვინ გამინაწყენა?

ქრისტის გული მოულბა
ძმას ტბილად ჩაეხუტა
გამოუტყდა , ვიხუმრე
და ძმაც არ გაებუტა.

გახალისდა ქრისტინე
იცელქა  და იხტუნა
თოვლის პაპაც დაბრძანდა
მოკაზმული მდიდრულად.

ქრისტიმ ცოცხი აჩუქა
ძმამ კი ქუდი დახურა
გუნდაობა  გაჩაღდა
მსგვსი ჯერ არ ნახულა.

წვერ–ულვაშიც ამშვენებს,
ცხვირიც მამა–პაპურად.
მურა ირგვლივ მიმორბის,
თოვლის პაპის ნატრულად.

ესესც ჩვენი ზამთარი,
გვქონდა სანატრელია,
ჩვენც კარგად მოვილხინეთ,
მურაც კმაყოფილია

ახლა სახლში შევიდეთ,
უკვე დაღამულია.
ძილიც უნდა მოვასწროთ,
სანტაც მოწვეულია.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები